Digest Logo

„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1775550166
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეგზისტენციალურ სიცივეზე წერს:

„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის.

ჩვენ ვიცით, რა არის დეპრესია ან შფოთვა, მაგრამ ყველას განგვიცდია მომენტი, როცა უზარმაზარ, გაუცხოებულ სამყაროში შინაგანი საყრდენი გვეცლება და ჩვენი ენერგია აბრეშუმის ძაფივით იჭიმება — თითქოს ნებისმიერ წამს უნდა გაწყდეს.

იაპონურ ენაში ამ ფიზიკურ და სულიერ უმწეობას „კოკორობოსოი“ (心細い — გათხელებული გული) ეწოდება. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჰარუკი მურაკამისა და ჯემალ ქარჩხაძის გმირები დახეტიალობენ.

როცა „ძაფი წყდება“, ადამიანების უმეტესობა პანიკაში ვარდება და სასწრაფოდ ეძებს მყარ კედელს, რომელსაც მიეყრდნობა (ახალ პარტნიორს, ილუზიურ მიზანს ან ტოქსიკურ ჩვევას). ეს ყველაზე დიდი შეცდომაა“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეშმაკი ატარებს პრადას“ ფილმის ფინალური თრილერი გამოქვეყნდა

⭕„ამ დღეს, ღვთისმშობელს ეუწყა „მესიის“ განკაცება მთავარანგელოზ გაბრიელის ენით“ - გიორგი ლობჯანიძე ხარების დღესასწაულზე

⭕ „ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა, ის სინამდვილეში ამპარტავანია, მედიდური, ზნეწამხდარი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე