დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს B12 ვიტამინის შესახებ წერს.
მისი თქმით, ვიტამინი B12 აუცილებელია ნერვული სისტემის, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისა და დნმ-ის სინთეზისთვის.
„B12 ვიტამინი, საფრთხის შემცველი თუ სასარგებლო ?
ვიტამინი B12 აუცილებელია ნერვული სისტემის, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისა და დნმ-ის სინთეზისთვის. მისი დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს:
• დაბუჟება, ჩხვლეტა, ნერვული დაზიანება
• მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება
• ანემია, ძლიერი დაღლილობა, ქოშინი
• მძიმე შემთხვევებში — შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანება
რისკის ჯგუფში არიან ხანდაზმულები, ვეგანები რომლებიც არ ღებულობენ საკვებ დანამატებს,
კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვინც ხანგრძლივად იღებენ მეტფორმინს ან კუჭის მჟავების დამთრგუნველ პრეპარატებს.
B12-ის დამატებების მიღება უმეტესად უსაფრთხოა, რადგან ის წყალში ხსნადია და ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა. ამიტომ მაღალი დოზებიც ხშირად კარგად გადაიტანება.
თუმცა, იშვიათ შემთხვევებში მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აკნეს მსგავსი გამონაყარი ან როზაცეას გამწვავება, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში. ასევე, სისხლში ძალიან მაღალი B12 ზოგჯერ შეიძლება სხვა დაავადებებზე მიუთითებდეს და არა ვიტამინის ტოქსიკურობაზე.
B12 ვიტამინით გამოწვეული აკნეს მკურნალობა მარტივია თუ მივყვებით ამ ჩამოთვლილ წესებს
B12-ის დოზის კორექცია
• თუ იღებ ძალიან მაღალ დოზას (მაგ. 1,000–5,000 მკგ ყოველდღიურად),
პირველ ნაბიჯად დოზის შემცირება ან დროებით შეწყვეტა ხშირად საკმარისია.
• გამონაყარი უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაში ნელ-ნელა ქრება.
თუ B12 გჭირდება დეფიციტის გამო, დოზის შეცვლა ჯობს ექიმთან შეთანხმებით.
ადგილობრივი (კანის) მკურნალობა
მსუბუქ–საშუალო აკნეს დროს ეფექტურია:
• ბენზოილ პეროქსიდი (2.5–5%) – ამცირებს ანთებას და ბაქტერიებს
• სალიცილის მჟავა – ხსნის ფორებს
• აზელაინის მჟავა – კარგი არჩევანია მგრძნობიარე კანისთვის და როზაცეას მსგავსი გამონაყრისას
გამოიყენე ნელა, დღეში ერთხელ, რომ კანი არ გაღიზიანდეს.
დასკვნა კი არის ასეთი.
ნამდვილი საფრთხე არის უმკურნალებელი B12-ის დეფიციტი.
დანამატების მიღება უსაფრთხოა სწორად გამოყენებისას, მაგრამ სიმპტომების ან ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ანალიზები და ექიმის შეფასება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!