
ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ სურბსარქისის შესახებ - დღეს, 27 იანვარს სწორედ ეს დღეა.
ფენშუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი, „დღის პოსტის“ ეთერში, რიტუალ „სუბსარქისის“ შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს დღე, როგორც აღდგომა მოძრავია.
„ეს დღე 27 იანვარსაა. გასათხოვარი ქალები აცხობენ მარილ-კვერს და ჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ. ასეთი ბევრი ისტორია არსებობს და ქალები ამბობენ, რომ მათ სწორედ მათი მეორე ნახევარი დაესიზმრათ“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.
მომზადების წესი:
მოზილეთ ცომი, ტაფაზე, უცხიმოდ გამოაცხვეთ კვერი. შეჭამეთ დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. სხვა ნურც ნურაფერს შეჭამთ და ნურაფერს დალევთ.
საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.
ის, ვინც სიზმარში წყალს მოგაწვდით, ან დაგალევინებთ, თქვენი საბედო იქნება!
გახსოვდეთ, მარილიანი კვერი ბედნიერმა ქალმა უნდა გამოგიცხოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინდა გაგიზიაროთ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია შარანგია?