Digest Logo

დღეში 5 ჭიქა ყავა გულს არ ავნებს - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

1784630940
ყავაყავაყავა

აშშ-ის კარდიოლოგიური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ დღეში 5 ჭიქამდე ყავის მოხმარება ჯანმრთელ ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს არ უზრდის. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ამასთანავე, მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ეს კვლევა მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ეხებათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე სულ სხვა წესები ვრცელდება. ასევე ენერგეტიკული და კოფეინის მაღალი დონის შემცველი სხვა სასმელები არითმიისა და მაღალი წნევების რისკს ზრდის.

თუ ადამიანს ინფარქტი, ინსულტი ან სხვა მსგავსი დაავადება აქვს გადატანილი, მისთვის დღეში 2 ჭიქა ყავაზე მეტი მიზანშეწონილი არ არის. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზღვის დონიდან 3000 მეტრამდეც კი გვხვდებიან...“ - სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში: შოთა ზანდუკელი

🎥 რას ნიშნავს მამასთან გატარებული დრო ბავშვისთვის - ფსიქოლოგის განმარტება

⭕ „21 ივლისი: ემოციური ფონი და სიფრთხილის დრო“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

წყარო: newshub.ge