„ფენშუის“ სპეციალისტი ეკა კვარაცხელია 2026 წლის 3 და 4 თებერვლის პროგნოზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ორი დღე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ენერგეტიკული ფონით ხასიათდება.
„3 და 4 თებერვლის პროგნოზი
სამშაბათი, 2026 წლის 3 თებერვალი
„მიწის მაიმუნის დღე“ - 8. საფრთხე.
მოერიდეთ აქტიურ სპორტს და ლაშქრობას; უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მშვიდ დღეს. უმჯობესია, მნიშვნელოვანი განაცხადი ხელმოწერისთვის სხვა დღეს წარადგინოთ, რადგან ის, სავარაუდოდ, იქნება უარყოფილი.
საქველმოქმედო საქმიანობა წახალისებულია.
ფინანსური ფერი: ლურჯი და შავი
რომანტიული ფერი: მწვანე
ნეგატიური საათი: 03:00-05:00
არახელსაყრელი დღეა „ვეფხვისთვის“.
● აქტივაცია „მწვანე დრაკონი აბრუნებს თავს“.
მოაქვს ცნობადობა, სიმდიდრე და სოციალური სტატუსის ამაღლება. ასევე აქვს კარგი ეფექტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
3 თებერვალს 15:00-17:00 დროის შუალედში ჩართეთ ჰაერმბერი თქვენი სახლის ან ოფისის სამხრეთ/ აღმოსავლეთ მხარეს.
(საჭიროა უბრალოდ ამ მხარეს ამ 2 საათის შუალედში უბერავდეს ჰაერი). მეტი არაფერი არ გევალებათ.
● არ ჩაატაროთ „ვეფხვის“ წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.
ოთხშაბათი, 2026 წლის 4 თებერვალი
„მიწის მამლის დღე“
9. წარმატება.
შესანიშნავი დღეა აბსოლუტურად ნებისმიერი წამოწყებისა თუ წამოწყებისთვის. სამსახურის შოვნა, მოლაპარაკებების ჩატარება და პრეზენტაციები შეუფერხებლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარიმართება. შეგიძლიათ თამამად დაიცვათ დიეტა ან განახორციელოთ მნიშვნელოვანი შესყიდვები. ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი პროექტი აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ და მის განხორციელებაში ჩართული პირები დაწინაურდებიან. ნაცნობობა ორივე მხარის ურთიერთსიმპათიით დასრულდება და რჩეული აუცილებლად მიიღებს ქორწინების წინადადებას.
მოერიდეთ აქტიურ სპორტს და ლაშქრობას; ამის ნაცვლად, აირჩიეთ უფრო მშვიდი გატარება. უმჯობესია, მნიშვნელოვანი განაცხადი ხელმოწერისთვის სხვა დღეს წარადგინოთ, რადგან, იქნება უარყოფილი.
ფინანსური ფერი:
ლურჯი და შავირომანტიული ფერი: მწვანე
ნეგატიური საათი: 05:00-07:00
არახელსაყრელი დღეა კურდღლისთვის.
აქტივაცია „ჩიტი ვარდება ბუდეში“.
4 თებერვალს 17:00-19:00 დროის შუალედში დაჯექით ზურგით თქვენი სახლის ან ოფისის ჩრდილო/ აღმოსავლეთ მხარეს და იფიქრეთ სურვილზე. ამ დროის შუალედში შეგიძლიათ დაკავდეთ სურვილთან დაკავშირებული ზარების განხორციელებაში, გეგმების შედგენაში, ესემესების განთავსებაში ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით და ასევე პირადი გაცნობის სურვილთან დაკავშირებით.
● არ ჩაატაროთ კურდღლის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა“,- წერს ეკა კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია
⭕საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან