Digest Logo

ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები

1784223708
ფული და ჰოროსკოპ

ფულის ენერგია წარმოქმნის ნაკადს, რომელიც სხვადასხვა რაოდენობით მიდის ადამიანებამდე და პირდაპირ აისახება მათ ფინსნურ მდგომარეობაზე.

თუ ის დათრგუნულია, ადამიანი შეიძლება მუდმივად უფულობას უჩიოდეს, დიდი ოდენობით კრედიტი ჰქონდეს და უმუშევრობის პრობლემის წინაშე იდგეს.

ენერგია შეიძლება გადაკეტილი ან შეზღუდული იყოს რამდენიმე ფინანსური ჩვევისგან, რომლებიც განდევნის ფულის ახალ ნაკადს.

განაგრძეთ კითხვა და გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა რომელიმე ჩვევა, რაც ხელს უშლის თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას და ფულადი ენერგეტიკის სტაბილურ და პოზიტიურ ცირკულაციას თქვენს ცხოვრებაში.

ფულის ზედმეტად დიდხანს შენახვა

თუ რაიმე დიდი შენაძენისთვის აგროვებთ თანხას, საჭირო არ არის არსებული ფინანსური რესურსის სრულად ამისთვის გადადება და საკუთარი თავის შეზღუდვა სხვა მოთხოვნებში. ასეთი ქცევა შეიძლება ფულადი ენერგეტიკის დამთრგუნველი ფაქტორი გახდეს. შეეცადეთ ცოტა მაინც დახარჯოთ იმისათვის, რომ ფინანსური ენერგია განახლდეს.

საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე წუწუნი

სჯობს არავისთან არ ისაუბროთ ფულზე, ხელფასზე, სამომავლო გეგმებზე ან სამსახურის შეცვლაზე. განსაკუთრებით არ უნდა იწუწუნოთ უფულობაზე - ეს ძალიან უხეში შეცდომაა. ამით ბლოკავთ ფულად ენერგიას, რადგან ფულს არ უყვარს ისინი, ვინც მას არ აფასებს. ეზოტერიკოსები ასევე ამბობენ, რომ წუწუნით ადამიანები იზიდავენ ნეგატივს, რომელიც ფულის გარდა უკავშირდება ურთიერთობებს, წარმატებას და ჯანმრთელობას.

ფულის მიმართ ნეგატიური განწყობა

ზოგიერთ ადამიანს დიდი ფულის შიში აქვს, რადგან სწამთ, რომ ბევრი ფული ადამიანს რყვნის... თუ ოდესმე გითქვამთ ან გაგიფიქრებიათ: „ბევრი ფული პატიოსანი შრომით არ იშოვება“ - ნარატივი, აუცილებლად შეიცვალეთ ფულისა და მისი შოვნის შესახებ წარმოდგენები! ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ გააუარესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

მიუღებელი სამსახური

თუ არ გიყვართ ის საქმე ან სამსახური, სადაც მუშაობთ და ფულს შოულობთ - ფინანსური ენერგეტიკა და ფულის ნაკადი რა თქმა უნდა დაბლოკი გექნებათ. თუკი ყოველ დილით ნეგატიური დამოკიდებულებით იღვიძებთ და ფიქრობთ, რომ მოგბეზრდათ ყველაფერი, საჭიროა შვებულებაზე იფიქროთ. გადაბმულად მუშაობა ამას იწვევს და დასვენების შემდეგ, შედარებით კარგ განწყობაზე დადგებით და სიტუაციასაც სხვა თვალით შეხედავთ. თუ ესეც არ გიშველით, საჭიროა ახალ სამსახურზე იფიქროთ - იგივეგან დარჩენით, ვერასოდეს იშოვით საკმარის თანხას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სწორედ იქ ინთება რწმენა...“ - რატომ არის ადამიანისთვის შეუძლებელი ღმერთის შეურაცხყოფა: მღვდელი გურამ ოთხოზორია

⭕ ხვიჩა საუკეთესოებს შორის - ხაბიბ ნურმაგოვედოვმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

⭕ „მშვენიერი და მიმზიდველი“ - ბაბი კირკიტაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს