როგორ მოქმედებს ტოქსიკური პარტნიორი ურთიერთობაში და რატომ ცდილობს ის მსხვერპლზე სრული კონტროლის მოპოვებას - ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე იმ ძირითად ნიშნებსა და მანიპულაციურ ტაქტიკებს ასახელებს, რომლებსაც მოძალადე ადამიანი საკუთარ პარტნიორთან იყენებს:
„როგორ განადგურებს ტოქსიკური პარტნიორი ურთიერთობაში
• მიზანმიმართულად გაშორებს მეგობრებსა და ოჯახს, რათა შენს ცხოვრებაში მხოლოდ ის დარჩეს.
• საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, გაიძულებს ბოდიში ყოველთვის შენ მოიხადო.
• მუდმივად გამადლის უმცირეს დახმარებასაც კი, რათა თავი ყოველთვის მის მოვალედ იგრძნო.
• გაკონტროლებს ეჭვიანობით და ამას შენზე გადამეტებული ზრუნვითა და სიყვარულით ნიღბავს.
ტოქსიკური პარტნიორი მიზანმიმართულად მოქმედებს ასე, რათა საკუთარ შესალებლობებში ეჭვი შეგატანინოს და შენზე სრული კონტროლი მოიპოვოს“, - წერს გიორგი რაზმაძე.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 7 ნიშანი, რომ შესაძლოა წონაში მოიმატეთ - რა ცვლილებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
⭕ ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება