მომღერალი - მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება.
გამოცემა „პრაიმტაიმი“ მომღერლის დისშვილს, თეონა უსტიაშვილს ესაუბრა.
„მამუკა მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახა, „შკოდით“ მოძრაობდა, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა.
ესენი გადაყირავდნენ... საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მრავალი მოტეხილობა აქვს. ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
მამუკას მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ნეკნებიც დამტვრეული აქვს და ხერხემლის რამდენიმე მალაა დაზიანებულიო. წნევას ვერ ურეგულირებენ, ხან მაღლა ადის, ხან ჩამოდის... იმ მანქანაში როგორ გადარჩა, არავინ იცის.. კუჭის ოპერაცია აქვს ადრე გაკეთებული და ნახეთქი გაუჩნდა, სადაც სისხლი ჩაიღვარა. მთავარია, კრიტიკული დღე-ნახევარი გადავაგოროთ“, - ამბობს თეონა უსტიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ“ - ცაგარელი
🔵„შეიძლება გუდა-ნაბადი ავიკრა და რამდენიმე თვეში ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
🔵რატომ უნდოდა სტურუას შვილს მღვდლობა, სად გაიცნო დიდმა მაესტრომ ცოლი და როგორ მოვიდა მასთან წარმატება - ამბები რობერტ სტურუაზე
წყარო: primetime.ge