
ნანული ლალიაშვილი თბილისში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ნათელმხილველია, მასზე ლეგენდები ათეული წლების წინ გაჩნდა. იგი, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში. მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში.
დღესდღეობით ნანული ლალიაშვილი ხელმძღვანელობს აკადემიას – „წინ – ბედნიერებისკენ“. მის მიერ ჩატარებული უნიკალური პროცედურები ეხმარება ადამიანებს, დაძლიონ პრობლემები პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში, შავი ძალების ზემოქმედება და განსაცდელები.
ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი გაზეთ „თბილისელებთან“ მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ქაოსი მთელ მსოფლიოში?
– ის, რაც ახლა ხდება, ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარია და ემსახურება მსოფლიოს ახალ გადანაწილებას, ბოროტი ძალების, ფინანსური კორპორაციების მომძლავრებას. რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური პროგრესი, გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება, მეტად დააკარგინონ სახე ადამიანს, გააქრონ ის. ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, ომებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, ფინანსურმა კრიზისებმა, პანდემიებმა და არაერთმა გამოწვევამ დაგვარწმუნა, რომ ისეთი დრო მოდის, თუ ადამიანებმა მეტი თანადგომა, ჰუმანურობა, სიყვარული არ გამოვიჩინეთ, ცხოვრება აზრს დაკარგავს. ადამიანებს მარტივად ჩაანაცვლებს ტექნოლოგიები, რისკენაც, სამწუხაროდ, მიდის თანამედროვე მსოფლიო.
– ქალბატონო ნანული, მრავალი ათეული წელია, ეხმარებით ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. ბოლო წლებში თუ შეიცვალა პრობლემები, რომლებითაც თქვენთან დახმარებისთვის და უნიკალური პროცედურების ჩასატარებლად მოდიან?
– 50 წელზე მეტია, ამ საქმეს ვემსახურები და არ მახსოვს იმდენი პრობლემა ჰქონოდათ ადამიანებს, რაც ახლა აქვთ. პრობლემები პირად ცხოვრებასა და საქმეში, წარუმატებლობა, შავი ძალების ზემოქმედება, მარტოობა, განსაცდელები, ოჯახური ძალადობის სასტიკი შემთხვევები, ნარკოდამოკიდებულების კატასტროფული ზრდა – ამ ყველაფერს იწვევს ის დაძაბული გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ალბათ, ამიტომაც, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მძიმე დეპრესიებით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში.
რა გველის მომავალში და როგორ შევიქმნათ წარმატებული კარიერა? – ეს არის შეკითხვა, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ცხოვრების რაც არ უნდა რთულ გზას გადიოდეთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არ მთავრდება პრობლემები და წინაღობები, რაც ხელს გვიშლის, უნდა მივხვდეთ, რომ ეს სხვა ძალების ზემოქმედებით ხდება და ამ დროს საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყვნენ გარდაცვლილი ძმები, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ
წყარო: tbiliselebi.ge