ოჯახის ექიმმა, პედიატრმა და ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტმა ლალი ანდრიაშვილმა „სალომე კასრაძის პოდკასტში“ პაციენტებთან ბიოგრაფიული მუშაობის პრინციპებსა და ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების ისტორიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ადამიანის ცხოვრების პირველი 21 წელი შვიდწლიან ეტაპებად იყოფა და შემდგომ წლებზე აისახება, ხოლო ჰეპბერნის შემთხვევაში ბავშვობის რთული გამოცდილებები და შინაგანი განცდები მოგვიანებით სხვა ფორმით გამოვლინდა და სპეციალისტის შეფასებით, მის ჯანმრთელობაზეც აისახა.
- ბიოგრაფიული მუშაობა პაციენტებთან:
ლალი ანდრიაშვილი: პირველი შვიდწლედის განმავლობაში ბავშვი არის მიმბაძველი და ბაძავს ყველაფერს. მშობლები არიან ღმერთები. მეორე შვიდწლედის განმავლობაში ბავშვებს უვითარდებათ უნარები და მშობლები მათთვის მეფეები არიან. მესამე შვიდწლედის განმავლობაში, როცა უკვე სქესობრივი მომწიფება ხდება, ბავშვს ავტორიტეტების მიმართ ეწყება გარკვეული შეფასებები და პროტესტი. ეს ყველაფერი, პირველი 21 წელში ხდება შემდეგ 21 წელზე ანარეკლი და ა.შ. ადამიანი განიცდის მეტამორფოზას {გარდასახვა}, უკვირდება ყველაფერს და არის საკუთარი ბიოგრაფიის კვლევა. ეს არის მეცნიერული მუშაობა, ოღონდ არის თვითონ და თერაპევტის დახმარებით.
- ოდრი ჰეპბერნის ბიოგრაფია:
ლალი ანდრიაშვილი: მე მქონდა სამეცნიერო ნაშრომი ოდრი ჰეპბერნის ბიოგრაფიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ონკოლოგიური დაავადებით. მძიმე ბავშვობა ჰქონდა იმიტომ, რომ დედა და მამა გაშორდნენ ერთმანეთს. მამა აღმოჩნდა „ნაცისტების“ მხარეს დედა იყო ბარონესა და წამოიყვანა შვილები ჰოლანდიაში. 5-6 წლის შემდეგ მამა არ უნახავს. სულ ჰქონდა განცდა, რომ მამამ მიატოვა. დედას ოჯახი გაკოტრდა, სამი დღე მიტოვებული სახლის სადარბაზოში გაატარა. საჭმელი არ ჰქონდათ, ერთ ვაშლს იყოფდნენ ოჯახის წევრები. ასკეტურად ცხოვრობდნენ.
ის რაც ბავშვობაში გადახდა, განმეორდა და მეტამორფოზირდა დიდობაში, ჯერ ტუბერკულოზი დაემართა. ბავშვობაში მას ბალერინობა უნდოდა, თუმცა ძალიან მაღალი იყო და ამ პროფესიის პარამეტრებში ვერ ჩაჯდა. ძალიან დიდი ტერფი ჰქონდა და 41 ზომა ფეხი. სულ უნდა ეთამაშა ბარონესას როლი, დედა კი ეუბნებოდა რომ მამის სიყვარულს ნუ მისტირიო. მან ყველაფერი ჩაიბეჭდა, რაც მერე პროფესიაში გამოიყენა და შანსად აქცია. მე ვფიქრობ, რომ მსახიობობამ შეიწირა მისი ჯანმრთელობა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს“ - რამაზ გიგაური მზისა და პლუტონის ასპექტზე