Digest Logo

🎥 „ის რაც სირიაში მოხდა არის შედეგი ევროკრატიული აგრესიისა, იგივე სურთ საქართველოში“ - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ომებსა და სამშობლოზე

1742546695
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

„იუთუბიზე“ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგება ვრცელდება, რომელშიც სასულიერო პირი მსოფლიოში მიმდინარე ომებზე და საქართველოს კონტექსტზე საუბრობს:

„ჯერ კიდევ დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე ამბობდა, რომ ნეტარებისკენ სწრაფვა ჩადებულია ყველა ადამიანში, მაგრამ ისე გაუკუღმართა ადამიანი, მისი შეხედულებები, მსოფლმხედველობა, წარმოდგენა, რომ ხშირად გარყვნილებას სიყვარულს უწოდებს და სიხარულის წყაროს. ჩვენი სიხარული კი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, დაბარკულია ცათა შინა. დიახ, სამოთხისეული რემინისცენსიების ბუნდოვანი, შორეული მოგონებები გულისა და სულის სიღრმეში გვიღვივებს სურვილს, დავტოვოთ ამო წუთი სოფელი ყველა თავისი შფოთიანი საზრუნავებით და მივეწებოთ ზეცას.  წმინდა მამები ამბობენ, ვისაც ზეცისკენ სწრაფვა არ აქვს, ის უკვე დაღუპულია“,- ამბობს სასულიერო პირი.

იგი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს კონტექსტსაც შეეხო.

„ძალიან მძიმე და საზარელი მოვლენები გველოდება, რისი კონტურებიც უკვე იხატება. ევროკრატია დაიქადნა, რომ საქართველოდან დაიწყებს ჭკუის სწავლებას ურჩი ქვეყნების და ერებისა. ეს ჟურნალი არის სირია. ის, რაც იქ მოხდა, ასადის ხელისუფლება რომ შეიცვალა, რომელიც პუტინთან იყო დაახლოებული, რომლის დასუსტების თვითმიზანი აქვთ ევროპელებს, მათი დიდი დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით პირველ ყოვლისა მოხდა დამხობა. მოვიდა ერთ-ერთი ყველაზე რეაქციული მუსულმანური ძალა, რომლებმაც აგერ ამ დღეებში 1500-ზე მეტი ქრისტიანი ამოხოცეს გაუსამართლებლად. ქუჩებში ხვრეტდნენ ბავშვებს და ქალებს, კაცებს, ყველას განურჩევლად. ეს არის ევროკრატიული აგრესიისა, იგივე სურთ საქართველოში, მაგრამ გასულ კვირას მე მშვიდად და წყნარად ვუთხარი, ამათ შეიძლება წმინდა წერილი არ იციან და წმინდა მამათა წინასწარმეტყველებები არ წაუკითხავთ, ერთი რამ უნდა ხომ იცოდნენ? ვისი განადგურება სურთ, ვინ არის ის?!

რატომ უშვებს ღმერთი ომებს, დიდს თუ პატარას. რატომ არის ომი რუსეთ-უკრაინისა? ისრაელ-ღაზისა. ესენი თუ იტყვიან ჩვენი ბიბლიური მიწებია უძველესი მიწები, ასე თუ დავიწყეთ ლაპარაკი, ყველას ვიღაცის მიწები აქვს მიტაცებული. ჩვენ საქმეს ვინ გაარჩევს ტაო-კლარჯეთი რომ დავკარგეთ? სოჭი და “,- ამბობს სასულიერო პირი.

ვრცლად ნახეთ ქადაგების სრული ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ:

„მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ... ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა“ - დიანა ტრაპაიძე ჟურნალისტურ სკანდალს გამოეხმაურა

🎥 „ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და ინფორმაციას, რასაც დღეს მოისმენთ...“ - 21 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ... ახალი ნარკოტიკები ძველებზე ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება“ - ხათუნა ნოელი სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე