Digest Logo

„იცოდეს ყველამ ეს ისტორია თუ რა მოხდა და საიდან იღებს ამხელა აღრევა სათავეს!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ქრისტეს შობის თარიღზე

1766497072
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქრისტეს შობის აღნიშვნის თარიღზე წერს:

„ამ პოსტში კი ვისაუბრებ „ქრისტეს შობის“ დღის (25 დეკემბერი - 7 იანვარი) აღნიშვნის საკითხებზე, თუ რატომ ვზეიმობთ 7 იანვარს და რატომაა იგი სწორი:

სამწუხაროდ, დღევანდელი კაცობრიობა კარგად არ იცნობს იმ მოვლენებს ისტორიულად, რაც ხდებოდა გასულ საუკუნეებში და რა წინმსწრები მოვლენები ახლდა თან ყველა იმ რეფორმას, რაც მსოფლიომ გაიარა. ამას სულ ვწერ და ახლაც ყველა მოვლენას შევეხები და + მეცნიერულად დავასაბუთებ 7 იანვრის სისწორესა და მართებულობას.

ჩვენ გვეუბნებიან რომ ახალი ათვლის კალენდარი არის სწორი, მაგრამ რასთან დამოკიდებულებაშია სწორი?

ათვლის წერტილი ახალი დათვლით არის ტროპიკული წელიწადი. ეს კალენდარი გათვლილია მხოლოდ მზის სისტემაზე, კოსმოსური სამყარო გაცილებით მეტია.

არის ვარსკვლავური წელიწადის მეთოდიც. ძველი იულიუსის კალენდარმა კი საშუალო არითმეტიკულით აიღო ვარსკვლავურსა და ტროპიკულს შორის. ეს მოიცავს მთლიანი კოსმოსური სამყაროს მექანიზმს და არა მარტო მზის ბრუნვას. მზე აქ კოსმოსურ კანონზომიერებასთან სრულიად თანხვედრაშია. თანამედროვე ეკლესიურმა კალენდარმა ამ ყველაფერს დაამატა მთვარის კალენდარი, რითაც კიდევ უფრო მოდერნიზებული გახდა იგი.

მერე - ვინც თეოლოგიურ საკითხებში ვერ ერკვევით, გეტყვით რომ საეკლესიო კალენდარში ორი განხრაა: მოძრავი და უძრავი დღესასწაულები.

მოძრავია - აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა, რომლებიც გამოითვლება მთვარის კალენდრით, უძრავი დღესასწაულები კი - მზის კალენდრით.

ამ განსხვავებული დღეების შეერთება ძველი კალენდრით ეკლესიამ შეძლო. ფაქტობრივად, საეკლესიო კალენდარი + იულიუსის კალენდრის დახვეწილი ფორმა გამოვიდა, მასზე მეტი. მულტიფუნქციურია.

შემდეგ, უმთავრესი საკითხი, რაც ანბანია ელემენტარულად და არ სურთ ამის გაგება თუ რატომ იყრუებს ხალხი თავს არ ვიცი:

თავად წმინდა წერილი, ზუსტად ამბობს როდის მოხდა ქრისტეს აღდგომა. ლიტურგიკული წელიწადი კი გვეუბნება იმას, რომ გამოიკვეთოს, ანუ დაფიქსირდეს ეს დღე და მის გარშემო უნდა იმოძრაოს სამყარომ.

ამიტომ, კალენდრის ცენტრი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საეკლესიო დღესასწაულზე, ეს უნდა იყოს აღდგომა, ხაზგასმით ვამბობ, ცენტრი - აღდგომაა.

როდის მოხდა ქრისტეს აღდგომა?

სახარებაში წერია: „ებრაელთა პასექის შემდეგ“.

და პირდაპირაა პირველივე მსოფლიო კრებაზე ნათქვამი, რომ „არ შეიძლება აღდგომა იყოს ებრაელთა პასექის დროს და ან მით უმეტეს მანამდე“!

ხოლო, კათოლიკური წესდება მსწრაფლვე უპირისპირდება ამ კანონს და ახალ სტილზე გადასვლით საუკუნეების განმავლობაში, „სქიზმიდან“ მოყოლებული ბევრჯერ იზეიმეს „დღესასწაულთა დღესასწაული აღდგომა დღე” ხან პასექის დროს და ხანაც მანამდე, რაც ღვთის გმობა და დაუშვებლობაა!

უბრალოდ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება ეს გადაწყვეტილება. ელემენტარული მათემატიკური გარღვევაა! მათემატიკურ დათვლაზეა საუბარი, სულიერებას რომ თავი დავანებოთ.

ქრონოლოგიურად ჯერ ერთი იყო და მერე მეორე! დამთხვევა დროში აქ არ ხდება, დიდი აცდენაა!
რატომ უნდა იზეიმოს ქრისტიანულმა სამყარომ მისთვის აბსოლუტურად უცნობი ებრაელთა დღესასწაული და + აღდგომა ერთად? ეს ორი ენერგეტიკული შეერთება რომ უფრო დიდი ზიანის და განზიდვის მომტანია ეზოთერულადაც კი - არ ვიცით?

პირიქით, დამანგრეველია და ამიტომაა რომ პაპისტები მწვალებლობაში არიან, სამწუხაროდ, ჩავარდნილნი მრავალი წლის განმავლობაში.

მაშასადამე, რატომ უნდა მიეღო მართლმადიდებლურ სამყაროს ეს კალენდარი? ბუნებრივია, არ იყო მისაღები.
ახლა, შემდეგ: ზოგი ადამიანი რომ ამბობს I მსოფლიო კრებაზე ბევრი კომიკური საკითხი იყო განხილულიო: კი იყო და იცით რატომ? განა იმიტომ რომ მათ ასე სურდათ? ხალხი იყო იმდენად ზნედაცემული და იმდენად უფორმო აზროვნების რომ იძულებული იყო ეკლესია და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება რომ ნულიდან დაეწყოთ კანონმდებლობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ მაგ კრებას ესწრებოდნენ ისეთი დიდი წმინდანები, როგორებიც იყვნენ წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და თქვენი აზრით მათ რამე შეეშალათ?

კიდევ ერთი, მთავარი: ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, გავიდა მრავალი საუკუნე და 1582 წელს რომის პაპის „გრიგოლ XIII“ ბრძანებით, რენესანსის, ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით კალენდარულმა რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია, როგორც მეცნიერებაში, ისე მოსახლეობაში.

პაპმა გრიგოლ XIII ბრძანა 4 ოქტომბრის, ხუთშაბათის მომდევნო დღედ გამოცხადებულიყო 15 ოქტომბერი, პარასკევი, ხოლო დღეები 4-დან 15 ოქტომბრამდე, უბრალოდ ამოიღეს. გაგიგიათ ასეთი რამ?

ამის გამო, სრულიად აირია მონასტერი, ისტორიულმა ქრონოლოგიამ დაკარგა საყრდენი! მისივე ბრძანებით, ყველა მოწინააღმდეგე დააშინეს, ხოლო ამ მოვლენას მოჰყვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: მოიჭრა მონეტა, სადაც ერთ მხარეს თავად პაპი იყო გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს კი ცნობილი ბართლომეს ღამე, როდესაც კათოლიკეებმა 30000 პროტესტანტი დახოცეს - „სიკდვილი ანგელოზის ლახვრით“.

არა მხოლოდ ახლა, წარსულშიც ძველი კალენდრით მრავალგზის იზეიმეს კათოლიკეებმა აღდგომა. ეს მოხდა მაგალითად: 1864, 1872, 1883 წლებში, ასევე 1850-დან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით ადრე აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე. 1 თვით ადრე! მსგავსი რამე გაგონილა? სადმე ხედავთ მათემატიკურ სიზუსტეს?

აღდგომასაც კი, როდესაც 1549 წელს დაუკეტეს კარი მართლმადიდებელ პატრიარქ სოფრონს, მივიდა იგი ბოძთან და ლოცულობდა. მოულოდნელად მეხი დაეცა ამ ბოძს და წმინდა ცეცხლი იქიდან გადმოვიდა. ძელი კი ორად გაიგლიჯა. ეს ხომ ოფიციალური წყაროებია და არა სიცრუე? მეტი ნიშანი რაღა უნდა იყოს უფლისგან თუ რომელი ათვლის კალენდარია სწორი?

პაპმა გრიგოლ XIII, რომელმაც შუაზე გაყო ქრისტიანული საზოგადოება, ხალხი დახოცა, დააშინა, დროს დღეები, ხან გამოაკლო და ხანაც მიუმატა. თქვენ ხვდებით ეს რომ ვინმემ ჩვენს დროში გააკეთოს ისეთ ბულინგს მოუწყობენ მეეჭვება ადამიანი ცოცხალი გადარჩეს, მაგრამ წარსული არავის ახსოვს, რადგან დღეს სულიერება თითქმის აღარ არსებობს, ყველაფერი „სულ ერთია” და რადგანაც „სულ ერთია”, ამიტომაცაა დღემდე სხვადასხვა დიდი ორგანიზაციები, თემები, ჯგუფები, სექტები თუ სხვა შექმნილი, ისე რომ არავის არაფერი მოეკითხება, მაგრამ დროებით. უფლის სამართალი არასდროს იგვიანებს.

ამიტომ, იცოდეს ყველამ ეს ისტორია თუ რა მოხდა და საიდან იღებს ამხელა აღრევა სათავეს!
დიდი სიყვარულით, ყველას მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ამხელს ძალაუფლების ბალანსს პარტნიორობებში...“ - პლუტონი ჰაერის სტიქიებში

„შტორმი უკან იხევს, სივრცე თითქოს თავისუფლდება მარწუხებისგან და ვიგრძნობთ ემოციურ ჰარმონიზაციას“ - ასტროლოგი მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზზე

ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს