ჰუსეინ ფევზი - კაცი, რომელიც 40 უცხო ენას ფლობს და 126 ქვეყანაში უმოგზაურია - მის შესახებ „დილა მშვიდობის საქართველოს“ გუნდმა სიუჟეტი მოამზადა და მას ახლოდან გვაცნობს.
უცნაურ კოსტუმში გამოწყობილი კაცი ამჯერად საქართველოს სტუმრობს.
მისი მთავარი მიზანი ქუჩაში შემხვედრი გამვლელების გაბედნიერება და საავადმყოფოში მწოლიარე პატარების გამხიარულებაა.
„როდესაც ბავშვები ან ზრდასრულები ჩვენ გვხედავენ მათი თვალებიდან დიდი ემოცია მოდის, მათი გულიდან წამოსული განცდები ჩემთვის ყველაფერია და ცხოვრებით ტკბობის სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს, ეს მაძლევს სტიმულს გავაგრძელო ჩემი საქმე.
საქართველოში განსაკუთრებით ხალხი მომეწონა, ყველა თავაზიანი და სტუმართმოყვარეა“, - ამბობს ჰუსეინ ფევზი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აშშ-ში კაცს ცხოველებთან სასტიკი დამოკიდებულების გამო 475-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს