Digest Logo

🎥 კლინიკური სიკვდილი, რომელიც 2 წუთს გაგრძელდა: რა ხდება გარდაცვალების შემდეგ? - მზია ხაჩიძის შოკისმომგვრელი ისტორია

1786004425
მზია ხაჩიძე

სკოლის პედაგოგი, ფილოლოგი და მითოლოგიის მკვლევარი მზია ხაჩიძე, რომელმაც კლინიკური სიკვდილი განიცადა, სტუმრად „საშა კაცმანის“ პოდკასტში იმყოფებოდა.

მან გადაცემაში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა - გადატანილ კლინიკურ სიკვდილზე, განცდებზე სულის მოგზაურობაზე, რწმენასა და ღმერთის ახალ აღქმაზე:

კლინიკური სიკვდილი: პირველი განცდები

მზია ხაჩიძე: თუ ადამიანი სახელოვნად წავიდოდა ამ ქვეყნიდან, ეს იყო მაღალი რანგის გარდაცვალება. ამის შემდეგ მივხვდი რომ ეს ცალკე საუბრები იყო, თუმცა ეს იყო რეალობა და ჩვენი ცხოვრების თავგადასავლის ერთი მშვენიერი მხარეა.

„საბჭოთა კავშირის“ პერიოდში, ადრე ჩვენ გვქონდა სარკე, ფრთიანი, რამდენიმე განყოფილებიანი სარკე, რომელიც მე პირადად ბავშვობიდან მეჯავრებოდა, თუმცა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მივხვდი რომ ჩვენი ცხოვრება, სწორედ ეს სარკეა. მეტაფორა იმისა, რომ ყველა მხრიდან უნდა დაინახო შენი თავი. გარდაცვალების შემდეგაც. ადამიანი ასე მარტივად არ კვდება და მიდის, იქ რჩება ცნობიერება, რომელიც სულ სხვაგვარია.

27 წლის ვიყავი, როცა კლინიკური სიკვდილი განვიცადე. დაიბადა ჩემი მეორე შვილი, თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, ბავშვი მაჩვენეს და შემდეგ მივხვდი, რომ ვკარგავ ცნობიერებას. რაღაც მიდის და მოდის. საათ-ნახევარი მიდიოდა ეს პროცესი და ექიმიც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. პირველი შიში მოვიდა, მაშინ როცა ექიმი მოვიდა და აცმევდნენ ხალათს. წუთი არ დაკარგეს. როდესაც თავთან დამიდგა ნარკოზისტი, მითხრა რომ ვერაფერს გავიგებდი. დამეწყო ფიქრები: რას ვერ გავიგებდი - რომ მოვკვდებოდი იმას? ეს დაშვება თავიდანვე მოვიდა. რომ მოვირგე ეს გამოცდილება, წინასწარ მოვხვდი ამას, რომ რაღაც მოხდებოდა. ამიტომ ჩემთვის ადამიანის ცნობიერება დღემდე ამოუცნობია. ჩვენმა გონებამ შესაძლოა იცის წინასწარ ყველაფერი და ამას კარგად ვფარავთ. ან ინტუიცია გონებაზე სწრაფი და ნათელია. ამიტომ წინასწარ ვგრძნობდი, რომ სიკვდილი უნდა დადგეს.

ამის შემდეგ თითქოს რაღაც დაიხურა, ამბობენ ხოლმე  - გვირაბში მივდიოდი. რაღაც მსგავსი იყო. გვირაბიც არ იყო, იყო შემოზღუდული სივრცე, რომელსაც ფერადი კედლები ჰქონდა. დროის გვირაბი, რომელიც მოძრავი იყო და ბრუნავდა. იქ მესმოდა ხმები, სასწაულად ლამაზი ხმები. ადამიანურ ლექსიკონში ადამიანურ ლექსიკონში არც იმ ხმების, არც იმ გვირაბის ფერების გადმოცემის სიტყვები გვაქვს. მე ვარ ორი, აქეთ ვდგავარ აღვიქვამ ჩემ თავს როგორიც ვარ და მეორე იყო თავდაყირა, რომელიც ამ სივრცეში მიემართებოდა. ის რომელიც მიექანება, არის ქათქათა თეთრი. ტანსაცმლის გარეშე, მეორე იყო ბინდისფერი და ესენი ერთმანეთს უყურებენ. განიცდიდნენ ერთმანეთს. 

მე სახლში მყავდა ასევე მეორე შვილი, რომლის გარეშეც, წუთი არ გამიტარებია. რომ იტყვიან დაფეთებული დედა ვიყავი. წლების მერე გავაცნობიერე, რომ როცა იქ ვიდექი, მე არც ერთ შვილზე არ ვდარდობდი, საერთოდ არავისზე ვდარდობდი. საერთოდ არ იყო დარდი ან რამე, რაც შიშს გამოიწვევდა. არც სინანულის გრძნობა, ეს იყო ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა. ორივე მე ბუნებრივი მდგომარეობა იყო.

რა იცვლება ზღვარს მიღმა:

მზია ხაჩიძე: მე იუნგი ძალიან მიყვარს და ის ხშირად საუბრობს ჩრდილთან შეხვედრაზე. მე მგონია, რომ ეს იყო ჩრდილთან შეხვედრა და ეს წლების შემდეგ გავაცნობიერე. მესამე კიდევ არის, რომელიც ამ ორს აერთიანებს. აქ მოვიდა პირველად, სამების გაგება. ჩვენში სამებაც არის. მათ შორის კომუნიკაცია იყო ასეთი. რომელიც მიდიოდა, ის თეთრი მე ვგრძნობდი, რომ სადღაც დასასრული დგება. სასრული არის უსაზღვროდ თბილი და გეზიდება თავისკენ, იყო ძალიან თეთრი, ის სითეთრე ანათებდა.  მაქვს განცდა, რომელიც მივცურავდი, რბილი და თბილი იყო. თხემით ვიგრძენი ძალიან მყარი რაღაც, მემბრანა, რომელმაც გამომისროლა უკან. რომელიც აქეთ იდგა, ჩრდილიანიც გრძნობდა ამას. არ იყო დარდი, წუხილი, სინანული და ა.შ. მაგრამ ტკივილი იყო და ძალიან მეტკინა. ბოლოს მესმოდა ხმები: გადარჩა, დაბრუნდა, გვეშველა. მივხვდი რომ ცოცხალი ვარ. გამახსენდა მაშინ პირველად ახლად დაბადებული და შემდეგ მეორე ბავშვი. მანდ ვიფიქრე: რომ წავსულიყავი ამათ რა ეშველებოდათ.

რომ გავახილე თვალები და აღვიქვი სად ვარ, ვერ გეტყვით რომ გამიხარდა. მე არ მინდა ადამიანებმა ისე გამიგონ, თითქოს ვარომანტიზირებ სიკვდილს. ეს არის პროცესი, რომლისაც არ უნდა შეგვეშინდეს და როცა დრო არ არის, როგორც ჩანს იქაც არ გვიშვებენ. როგორც ჩანს მე კიდევ რაღაც მქონდა გასაკეთებელი. როგორც ჩანს ამ ქვეყნიური პრობლემებით ისე გავერთე, რომ ჩემი მთავარი დანიშნულების გეზს ავცდი. უცებ გამომაფხიზლეს.

თუ მანამდე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება არის დამატებითი შემოსავლის წყარო, რადგან მე 21 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი, 27 წლის ვიყავი როცა შვილი დამებადა მაშინ, ძალიან რთული გასაზრდელი იყო. დაახლოებით სამი წლის შემდეგ მოვედი გონს, მივიღე ეს როგორც გამოცდილება. მარტივი არ იყო, რომ მე მკვდარი ვიყავი და ახლა ცოცხალი ვარ. 2 წუთი და 3 წამი იყო კლინიკური სიკვდილი. ატყდა თურმე კლინიკაში ამბავი, და ჩემმა დამ არ იცოდა რომ მე ვიყავი, ვის გადასარჩენადაც იბრძოდნენ. მერე გამოვიდნენ და მიულოცეს, რომ გადარჩა. 

ეს ყველაფერი ალბათ მომეცა იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მეკვლია ქართული ლიტერატურა. ქართული ლიტერატურა არ არის მხოლოდ ავტორების შექმნილი, სიბრძნე რომელიც ამ საგანძურში დევს, ამას დრო და სივრცე ვერ შემოზღუდავს. როცა მე-12 საუკუნის ნაწარმოებს გადაშლი და დღევანდელ სამყაროზე პასუხს გაგცემს, უნდა იფიქრო რომ ეს არ არის რაღაც დროით შემოსაზღვრული. გაცილებით დიდი ნაწარმოები. რატომ მაინც და მაინც ამ ერთს ჰქონდა ეს ნიჭი.

იქამდე ჩემი საქმიანობა იყო მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით, ვასწავლიდი და მორჩა. ახლა არის სულით და გულით, მე მინდა რომ ახლა ჩემთან მოსულმა ადამიანმა შეისისხლხორცოს, რომ დაწერილ ნაწარმოებზე მნიშვნელოვანია სიტყვა და აქ იყო ჩემი მისია. 

ორი სხეულის განცდა და სულის მოგზაურობა:

მზია ხაჩიძე: ამის შემდეგ ინტუიცია გაიხსნა საგრძნობლად და ვგრძნობ, რომ რა უნდა გავაკეთო. ეს ადამიანი ჩემთან რომ მოვიდა შეძლებს ამის სწავლას თუ ვერ, ან უჭირს და საიდან უნდა დავიწყოთ. ასევე ვხვდები ძალიან ბევრ რაღაცას. ცხოვრება გაიყო წინა ადამიანად, რომელიც საზოგადოებამ შექმნა. თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით, რომ გვეუბნებიან, შეიყვარე თავი შენი და ა.შ. მაგრამ როგორ? - ამას არავინ არ გვასწავლის.

მე გამიმართლა და ეს მასწავლეს პრაქტიკულად. ყველაზე კარგი სწავლის მეთოდი რა არის. ტორტის რეცეპტის სწავლება თუ ვისაც ვასწავლი, იმასთან ერთად გამოცხობა. მე სწორედ ეს მასწავლეს. მითხრეს რომ ეს მისია მქონდა, ინტუიცია გაიხსნა. დედამიწის ზურგზე ასეთი უამრავი ადამიანია. ისინი ალბათ მიხვდნენ, რატომ დააბრუნეს უკან. 

არავის გვაქვს გარანტია, რომ დავიძინებთ და ხვალ გავიღვიძებთ. თუ  ადამიანს ღმერთი ჰყავს გაცნობიერებული და მისი არსი. ისიც უნდა გაითავისოს, რომ თავგადასავალი მასზეა, ხოლო დასაწყისი და დასასრული ღმერთს ეკუთვნის.

ღმერთისა და რწმენის ახალი აღქმა:

მზია ხაჩიძე: მე რომ აქ გამომიშვეს სული, გამომიშვეს უკვე იქ სადაც ტრავმირებული ადამიანები დამხვდნენ. ამ ადამიანებს რა თქმა უნდა, ვუყვარვარ, იმიტომ ცდილობენ დამიცვან. მაგრამ რისგან უნდა დამიცვან. ჩემი დასაწყისი და დასასრული ხომ მათ ხელში არ არის. ეს არის ღმერთის ხელში. ჩვენი მოფრთხილების მეთოდები უარესად აზიანებს ბავშვს. ან უნდა გაასინჯო გემო, იქნებ თავად არ მოეწონოს. ერთი ადამიანის მოდელზე მეორე არ არის მოწყობილი. სამი შვილი მყავს და არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვერ განვაპირობებთ ამას. წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა ამ დროს ყველა სხვადასხვა სულია. ვიღაცისთვის ეს ქმედება თავშესაფარია, ვიღაცისთვის სასჯელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სასწაულები ხომ იმიტომ ხდება, მიჩვეული დინებიდან დროებით გამოგიყვანოს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

⭕„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები

🎥 „ყოველთვის ვცდილობ, ორივეს ერთნაირად გავუნაწილო სიყვარული...“ - თამო ვაშალომიძე შვილებზე