
50 წლამდე ქალები, რომლებიც დღეში ერთიდან სამ ფინჯან კოფეინიან ყავას სვამდნენ, ხშირად ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას ასაკში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც გააანალიზეს Nurses’ Health Study-ის მონაცემები - ეს ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა აშშ-ში.
კვლევაში 47 ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მათ შეავსეს კვების შესახებ კითხვარები, რის შემდეგაც ექიმები 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ ჯანმრთელობას. ანალიზმა აჩვენა მყარი კავშირი კოფეინის ზომიერ მოხმარებასა და ჯანსაღ დაბერებას შორის.
სპეციალისტების განმარტებით, ყავის მოყვარულ ქალებს იშვიათად უვითარდებოდათ ქრონიკული დაავადებები, ხოლო მათი ფიზიკური, ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობა ასაკთან ერთად უფრო სტაბილური რჩებოდა.
მსგავსი კავშირი ვერ დადგინდა მათ შორის, ვინც სვამდა ჩაის ან უკოფეინო ყავას. მეტიც - კოფეინიანი ტკბილი გაზიანი სასმელები, ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნების ნაკლებ შანსებთან ასოცირდებოდა. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ქალმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ყავის სმა. კერძოდ, ისინი არ ურჩევენ ჩვევების რადიკალურად შეცვლას მათ, ვინც აქამდე ყავას არ სვამდა.
სპეციალისტის თქმით, კოფეინზე რეაქცია ქალებში შეიძლება ჰორმონალური ფონის მიხედვით განსხვავდებოდეს. ესტროგენი ანელებს ღვიძლის ფერმენტის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია კოფეინის დაშლაზე. ამიტომ, მენოპაუზის, ორსულობის ან ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, კოფეინი უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?
⭕„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 4 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება