Digest Logo

ლიკა ქავჟარაძეს პოპულარობამ საშინელება დამართა, მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა - უცნობი ამბები

1608833291
ლიკა ქავჟარაძე

„საიდან მოდის ეს სილამაზე ან საით მიდის?“... რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენნაირი სილამაზის აღქმა არსებობს, თუნა ლიკა ქავჟარაძე სხვა ფენომენია.

ის ყველასთვის ულამაზესი მანდილოსანი იყო და სწორედ ამ სილამაზემ შეიწიარა...

 

„პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე.

უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?.. სათვალე მიყვარს, იმიტომ რომ, რაღაც ინტიმს მიქმნის.

ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ.

ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა. მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი, ვუთხარი.

სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა – ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება – შემეშინდა და გავჩერდი.

19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება – ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი.

არ მინდა, ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა.

აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც „ტუსოვკები“, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი.

ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ, ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.

ჰო, ძილი მიყვარს. თვითონ ვერ ვიძინებ და დიდი ხანია, ტრანკვილიზატორს ვსვამ.

როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები – იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი…”

– თქვენს ფილმს ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. პორნოგრაფიად შეაფასეს და ლიკაც არ დაინდეს მასში მონაწილეობის გამო.

– ლიკა ჩემი მეგობარი იყო. ამ ფილმს რომ უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, ის კბილებით მიცავდა. არ გამოხატავდა, მაგრამ უარყოფითი შეფასებების გამო დიდი წნეხის ქვეშ იყო. მეტსაც გეტყვით, შვილისგანაც ძალიან დიდ წნეხს განიცდიდა. მილიონ რამესთან ერთად, ამის გამოც ვეუბნები მადლობას მას. არასდროს უთქვამს: შოთა, იცი რა, ეს ყველაფერი ჩემს შვილს არ მოეწონა და ჩემი სცენები უნდა ამოიღო ფილმიდანო. მით უმეტეს, რომ არც კონტრაქტი გვქონდა და არც ანაზღაურება მიუღია ამ ფილმებში მონაწილეობისთვის.

ლიკას პრობლემები ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რის შესახებაც ახლა განსაკუთრებით ბევრი ლაპარაკობს.

– ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. პრობლემები ყველას გვაქვს, როცა რაღაც არ გამოგვდის, მაგრამ მას განსაკუთრებით ჰქონდა. იმიტომ რომ, უმნიშვნელო ამბებსაც განიცდიდა. თუმცა, ამას არ იმჩნევდა. თუ ძალიან კარგად არ იცნობდი, ვერც შეატყობდი, რომ რთულ მდგომარეობაში იყო.

– თან, საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა.

– ადამიანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორსაც შექმნის. გააჩნია, როგორი ფსიქოლოგიური განწყობა ექნება პრობლემებისადმი. თუ ძალიან მწვავედ აღიქვამ, უფრო დიდ პრობლემად გექცევა პატარა რაღაც და ისიც მაშინვე დეპრესიაში ვარდებოდა, გარეთ აღარ გადიოდა. აბსოლუტურად ყველაფერზე ხელს იღებდა. ვეუბნებოდი, ლიკა, შენი პოტენციალის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს დღევანდელ ცნობილ სახეებს, რომლებიც ეკრანზე თუ არ გამოჩნდნენ, არც ემახსოვრება ხალხს, ყველაფერს გააკეთებდნენ-მეთქი. შენ რომც არ გამოჩნდე, მაინც ლეგენდა ხარ. ამ დროს ის „ვარსკვლავები“ ყოველთვის იცინიან და შენ რა გაქვს სანერვიულო და სატირალი-მეთქი. პატარა იმედგაცრუებაზეც კი ხაზს უსვამდა მისი ცხოვრების უდიდეს მონაპოვარს. ყოველთვის მის გვერდით ვიდექი. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ შეცვლი, მხოლოდ დროებით შეგიძლია მისი მდგომარეობის შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ წლები მოემატა, ჩემთვის ლიკა ქავჟარაძე დღევანდელ ქართულ კინოში ნებისმიერ ახალგაზრდას ჯობდა.

– თუმცა, თვითონ ძალიან განიცდიდა ასაკს, ფორმიდან ამოვარდნას.

– ძალიან განიცდიდა. ახლა კი არა, მე ლიკა 1996 წელს გავიცანი. ჩემთან, სახლში ვსადილობდით, ხელის დასაბანად შევიდა სააბაზანოში და სარკეში რომ ჩაიხედა თქვა: აუ, დავბერდიო. არადა, მაშინ 36 წლის ახალგაზრდა ქალი იყო. ჩვეულებრივმა ქალმა შეიძლება, ისე არ განიცადოს ასაკის მატება, როგორც სასწაულად ლამაზმა მსახიობმა, რომელსაც ფილმებში იღებენ და გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. მეუბნებოდა, შოთა, გარეთ რომ გავდივარ, ყველა ლუპით მათვალიერებს და მერე, მთელი თბილისი ლაპარაკობს: „იცი, დღეს ლიკა ქავჟარაძეს დახეული ფეხსაცმელი ეცვა”. ეს საშინელ დეპრესიაში აგდებდა. რიგითი ქალი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ასე მტკივნეულად არ მიეღო ეს ყველაფერი. ვინმე ქუჩაში რომ შეხვდებოდა და ეტყოდა: ვაიმე, ლიკა როგორ გასუქებულხარო, ძალიან განიცდიდა. ზოგჯერ თქმაც არ იყო საჭირო. ისე შემომხედეს, რომ მივხვდი, ასე ფიქრობდნენო, მირეკავდა – ასე მოხდა და ცუდად ვარ, არ ვიცი, რა მეშველებაო. სასიყვარულო ფრონტზე თუ რამე სერიოზული ხდებოდა, ხომ – საერთოდ. ფსიქოლოგიურად ვამუშავებდი, ეს ყველაფერი გადაელახა და ვუხსნიდი, რომ ის ადამიანი მის ფრჩხილადაც არ ღირდა.

– როგორც თქვა, ახლაც შეყვარებული იყო.

– არა, ეს, მგონი, მოიგონა. ბოლოს არავინ ჰყავდა. ერთ ადამიანს დაშორდა, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა. მან ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო. კაცისთვის ძნელია ლიკა ქავჟარაძის მიტოვება და მისთვისაც ძალიან რთული იყო წერტილის დასმა, მაგრამ ბოლოს მაინც გააკეთა ეს და ნელ-ნელა, გამოვიდა მდგომარეობიდან, რასაც ვარსკვლავის გახსნამ შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ამ ულამაზეს ქალს სიყვარულში არასდროს უმართლებდა“- ამბობდნენ ლიკას მეგობრები ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

ბერას ნომერი არ მაქვს, ლოცვებში ვიხსენიებ - როგორი ურთიერთობა აქვს ჭოხონელიძეს ნათლულთან?

ხანდახან ვჯდები და ვკითხულობ... - როგორ წერდა რეზო ჭეიშვილი „ცისფერი მთების“ დიალოგებს?