Digest Logo

🎥 მარკეტი თუ ბაზარი, სად სჯობს შეძენა? - მწარე სიმართლე საყვარელი ხილის შესახებ

1771414911
ნუტრიციოლოგი

რას ჭამ ხილის სახით და სინამდვილეში რას ყიდულობთ მაღაზიაში? - ამის შესახებ არხი „youtube Mr. Nutrition“ აქვეყნებს მიმართვას და საჭირო რჩევებს გვიზიარებს.

ვიდეოში ნუტრიციოლოგიის მაგისტრი საუბრობს, ხილის მიღებისა და სწორად გარჩევის წესებზე:

„წარმოიდგინე უჯრედი არის ციხე - რომელსაც აქვს თავისი დაცვის ბარიერი, რომელიც არის ბოჭკო, იგივე უჯდრედისი.

როდესაც ადამიანი ხილს ჭამს, ამ უჯდრედისში ჩამალული შაქარი, გლუკოზა და ფრუტქოზა არის დაცული. ეს სწორია, რადგან ეს არის ბუნებრივი მექანიზმი, რისთვისაც ხილი სასარგებლოა ჩვენს რაციონში. 

რაც შეეხება დაწურულ ხილს, ამ დროს დამცავი ბარიერი სრულიად დახშობილია, ასეთ დროს ჭიქაში მხოლოდ შაქარი გრჩება. 

როდესაც ხილს ღეჭავ შენი ორგანიზმი ამას ეგუება, ეჩვევა. ხოლო ერთიანად, წვენის სახით როდესაც იღებ ხილს ეს არ არის სასარგებლო შენი ორგანიზმისთვის, შენი სხეული ვერ ხვდება, რა ხდება ამ დროს. უშვებს მაღლა ინსულინს და ცოტა ხანში შაქარიც და ინსულინიც ეცემა, ამ დროს ადამიანს შივდება. 

10 ვაშლისგან გამოწურული წვენი 1 საათში ისევ გაშიებს.

რასაც დღეს დახლზე ხედავ, უმეტესობა ხილი არ არის ჯანსაღი...რადგან წლების განმავლობაში ადამიანების მიერ ნაწვალები და ნატანჯია, რომელიც მისი მასის გაზრდა და გაბევრებაზე ზრუნავდა“, - გვირჩევს ნუტრიციოლოგიის მაგისტრი.

მისი თქმით, კომპანიებისგან, მარკეტებში ნაყიდი ხილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ბაზარში ნაყიდი ბებიისგან - ამის ხშირი მიზეზი კი პესტიციდების, რომელსაც გლეხები მრავლად უშვებიან, კომპანიების შემთხვევაში კი ეს საკითხი კონტროლირებადია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ შეგაშინებთ დაბნელების კორიდორი, ის არ ანგრევს ცხოვრებას“ - თაკო მელიქიშვილი 18 თებერვლის ენერგიებზე

⭕„დროა, დასახოთ გრანდიოზული გეგმები, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თამუნა იოსელიანისგან

⭕„როცა უფალს დროს უთმობ შენი ცხოვრებაც იცვლება: 90-ე ფსალმუნის ძალა და მნიშვნელობა“ - ქეთევან ჯანდიერის განმარტება