ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა.
მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის-საბრის მომზადებას.
რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება.
ალოეს ასევე იყენებენ ამულეტად გაუმართლებლობებისა და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ასევე გამოიყენება სილამაზისა და სიყვარულის მაგიაში. ქოთნის ალოე სახლში არაჩვეულებრივი საშუალებაა ჰარმონიისა და სიმშვიდის ენერგიის გასავრცელებლად მთელი სახლის მასშტაბით.
მისი ძალაა წარმატებისა და დაცვის გაძლიერება. მარტოობის და დეპრესიული განცდების მოსაშორებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა.
დედამიწაზე ყველასთვის ცნობილი და გამოყენებადი მცენარე გახლავთ ალოე. ის გამოიყენება როგორც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე კოსმეტიკაში და სხვა მრავალ ყოფით/გამოყენებით სფეროებში. მაგიურადაც არანაკლებ დიდი როლის შემსრულებელია ეს მცენარე, რადგან თქვენს განწყობებს,შინაგან მდგომარეობას,ბედ-იღბალს,დაცულობას და მრავალ სხვა დადებით კარს ხსნის.
1. ხალხური გადმოცემების მიხედვით,ალოეს სახლში გაზრდა მკვეთრად ამცირებს უბედური შემთხვევების მოხდენის რისკებს,99%-ით შთანთქავს ამ ნეგატივს.
2. აფრიკაში ალოე კარზე აქვთ დაკიდებული. მათ სჯერათ,რომ ალოე მათ ბოროტებისგან დაიცავს.
3. ეგვიპტეში კი მას უკვდავების მცენარედ მიიჩნევდნენ და სამარხებშიც ფართოდ იყენებდნენ.
4. ახალ მთვარეზე თუ დაწვავთ ალოეს პარტნიორის მოსაზიდად,ის ნამდვილად იმუშავებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია
⭕„გააზრებულად, მთელი არსებით და ერთგულებით ვდგავართ ჩვენი „იმედის“ გვერდით! - ნანუკა გულუა
წყარო: grimoire.ge