![ხვიჩა კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელია](https://digest.ge/uploads/files/2022/08/26/29291/khvicha-kvaratskhelia_w_h.jpeg)
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა.
როგორც ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა.
„კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს - გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ - 4,5 მილიონი.
რისკზე უნდა წავსულიყავით. კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი მდგრად გზაზე უნდა დაგვებრუნებინა.
ამისათვის სახელფასო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ჯუნტოლიმ.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🔘 ალა პუგაჩოვამ ანდერძს ხელი მოაწერა - ვის უტოვებს ქონებას პრიმადონა