ნოსტრადამუსის სახელი საუკუნეების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებდნენ და მისი წინასწარმეტყველებების მიმართ ინტერესი დღემდე არსებობს. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ის პროგნოზები, რომლებსაც მისი მიმდევრები მომავალ წელს უკავშირებენ - გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან და ბუნებრივი კატასტროფებიდან დაწყებული, ადამიანებისთვის ზებუნებრივი შესაძლებლობების მინიჭებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დასრულებული.
გთავაზობთ, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის:
შუა საუკუნეების წინასწარმეტყველის, ნოსტრადამუსის, წინასწარმეტყველებების მიმართ ინტერესი ხუთი საუკუნის შემდეგაც არ განელებულა. ბოლო წლებში მისი კატრენების გაშიფვრას ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც ცდილობენ. ზოგიერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში 2027 წელი მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ პერიოდადაა მიჩნეული.
რა მსოფლიო მოვლენებს უკავშირებენ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს 2027 წლისთვის
ნოსტრადამუსის კატრენებში 2027 წლის პირდაპირი მითითება არ გვხვდება. ის კონკრეტულ თარიღებს იშვიათად ასახელებდა. თუმცა მკვლევრები, ეზოთერიკოსები და სხვა სპეციალისტები ყურადღებას იმ ოთხსტრიქონიან ლექსებზე ამახვილებენ, რომლებსაც ამ პერიოდს უკავშირებენ.
2026 წელს ამ ტექსტების ახალი ინტერპრეტაციებიც გამოჩნდა. მათი ავტორები უძველესი ნაწერების გასაანალიზებლად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.
ეკოლოგიური კატასტროფა - ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ნოსტრადამუსი 2026 წლის ბოლოსთვის დიდი მასშტაბის წყალდიდობას წინასწარმეტყველებს დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
გეოპოლიტიკური კონფლიქტები - ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კატრენებში მოხსენიებული "აუზონია" შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალი კავშირის ჩამოყალიბებას ნიშნავდეს. საუბარია იტალიაზე, ესპანეთსა და საბერძნეთზე. ამ ინფორმაციის თანახმად, ეს ქვეყნები ლონდონთან დაპირისპირებაში შევლენ.
შიდა არასტაბილურობა საფრანგეთში - ზოგიერთი მკვლევრის ვერსიით, 2027 წელი საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების პერიოდად შეიძლება, იქცეს. ამას ისინი პარიზის საგარეო პოლიტიკაში
დამოუკიდებლობის დაკარგვასა და აშშ-ის გავლენის გაძლიერებას უკავშირებენ. ამავე ინტერპრეტაციის მიხედვით, 2028 წლისთვის საფრანგეთმა შესაძლოა, სამხედრო სუვერენიტეტი მთლიანად დაკარგოს.
გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილება - კატრენებში საუბარია დასავლეთში მომხდარ საშინელ ომზე და იმაზე, რომ აღმოსავლეთი "სამ ცეცხლს" ანთებს, მაშინ როცა დასავლეთი თანდათან კარგავს სინათლეს. ზოგიერთი მკვლევარი ამ ტექსტის მიხედვით ამბობს, რომ გლობალური ძალთა ბალანსი აღმოსავლეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ შეიცვლება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია
⭕ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
🎥 როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!
წყარო: mshoblebi.ge