Digest Logo

პასკა თუ პასქა? - საიდან იღებს სათავეს და რა ჰქვია მას ქართულად

1678778416
პასქაპასქაპასქა

აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრისტე აღდგა!“.

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასქა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასქა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას? 

სანამ აღნიშნულ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მანამდე გავარკვიოთ რომელია სწორი ფორმა : პასკა თუ პასქა.

სწორია პასქა, რადგან ეს სიტყვა გამომდინარეობს პასექის დღესასწაულიდან.

პასექი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს. თავდაპირველად, ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე მწყემსთათვის. შემდეგ, ეს დღესასწაული იქცა ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება. ქრისტიანთათვის კი პასექი ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს მისვლას მამასთან, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გზით. 

საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიური (დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმერთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.

საბოლოოდ, სწორია პასქა და არა პასკა, დღესასწაულიდან გამომდინარე.

პასქას ქართულად, ხატისპური ჰქვია.

ახლა რაც შეეხება თემას საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასქა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

რას უკავშირდება სააღდგომო პასქის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს. 

ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასქა? 

რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასქაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია - პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი. 

და პასქის წინამორბედი რა იყო? 

სააღდგომო პასქის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს. 

პასკა რა არის?

კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ. თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასქას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მით უმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.

თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასქა - რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან

🔵„თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი, რომ სწორ ღირებულებებზე აღმოცენდეთ და გაიხაროთ!“ - ნიკოლოზ რაჭველი ახალგაზრდებზე

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს