Digest Logo

„ქალბატონმა ლელა კაკულიამ „გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და „აღიარა“, რომ ეს ლევან ხაბეიშვილია“ - ლელა კაკულიას ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1681482520
ლელა კაკულია ლევან ხაბეიშვილი

ლელა კაკულიას ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულ ინფორმაციას, რომ თითქოს ლელა კაკულიამ „გიორგი ბრწყინვალის“ ვინაობა დაასახელა და „აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია, დეზინფორმაციას უწოდებს.

🎥 ლელა კაკულია ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა

„მეგობრებო, ინტერნეტით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალბატონმა ლელა კაკულიამ „გიორგი ბრწყინვალის“ ვინაობა დაასახელა და „აღიარა„, რომ ეს ლევან ხაბეიშვილია.

კატეგორიულად ვაცხადებთ: ქალბატონ ლელას ასეთი რამ არ უთქვამს!!! საერთოდ ლევან ხაბეიშვილზე ერთი სიტყვაც არ აქვს ნაწინასწარმეტყველები და გამოქვეყნებული!!!

გავრცელებული ხმები არის წმინდა წყლის ტყუილი, აბსურდი, რომელიც ვიღაცის „პოლიტიკურ თავში“ მომწიფდა და მერე რაღაც გაუგებარ პორტალზე იშვა. უბრალოდ, ვიღაცები ფუჭად ოცნებობენ - ძალიან ფუჭად! წინასწარმეტყველების მორგება შეუძლებელია!

„გიორგი ბრწყინვალე“ აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და ამას ვერავინ გადააკეთებს თავის გემოზე. და საერთოდ: ლელა კაკულიას ყველა წინასწარმეტყველება ქვეყნდება აქ. ინფორმაცია, რომელიც ამ გვერდზე არ იდება და მხოლოდ საეჭვო წყაროებით ვრცელდება, შეთხზულია!!! ადმინისტრაცია“, - წერია განცხადებაში.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვნების შვიდეულში, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას სთხოვსო“ - ბერი ნიკოლოზი

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

 🎥 „არც ერთი მშობელი არ მყავს ცოცხალი და ბევრს ვნანობ მათთან მიმართებით“ - ანა კოშაძის ემოციური მიმართვა