Digest Logo

„ამ თვეში გადაურიცხავი წამლის ფული და უამრავი გამოტოვებული ზარი“ - თიკო ჩხეიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1681464042
თიკო ჩხეიძე

მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბაბუა გარდაეცვალათ, რომელიც მუდმივად ამბობდა რომ გარდაცვლილ ტატა ყველაზე მეტად მას ენატრებოდა.

🎥 „არც ერთი მშობელი არ მყავს ცოცხალი და ბევრს ვნანობ მათთან მიმართებით“ - ანა კოშაძის ემოციური მიმართვა

„ამ თვეში გადაურიცხავი წამლის ფული (რომელიც ნუკრიმ მე მანდო) და უამრავი გამოტოვებული ზარი დამჩა… (რომელსაც არ ან ვერ ვპასუხობდი)კიდევ ერთი კეთილი ადამიანი წავიდა დედამიწიდან ნუკრი ბაბუ.

ტატას მერე ხუმრობაც იარაღად ვაქციე და ვხუმრობდი ყველგან და ყველაფერზე. ნუკრი ბაბუს გამუდმებულ სიტყვებზე რომ ტატასთან უნდა, და ვითომ მას ენატრებოდა განსაკუთრებულად… ძალიან დამწყდა გული 80 წლისა გახდებოდა მალე, თუმცა ყველას ხომ ჩვენი წილი დრო გვაქვს სიცოცხლისა .. ის კი ღიმილით მიყურებდა ახლად დაბეჭდილი სურათიდან და მანიშნებდა, დაგასწარი ტატას მე შევხვდი! მომენატრებით, შეხვედრამდე…“, - წერს თიკო ჩხეიძე.

ცნობისთვის, ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი 2018 წელს, თბილისში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?