Digest Logo

„ერთადერთ შვილიშვილს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ... აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში ში­ნა­ურ მტრებს მო­ვუ­ღებთ ბო­ლოს“ - უცნობი

1646204330
უცნობი

მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე ომის პროცესში უკრაინასთან მიმართებაში საკმარისი მხარდაჭერა გამოიჩინა. ამასთან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ ომში ჩართვა სურთ, რაზედაც ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს.

„სოლიდარული არ ვართ? ყველა აივნიდან უკრაინის დროშა ფრიალებს. ლტოლვილები შევიფარეთ და რა ვიცი ყველაფერს ვუკეთებთ, სანქციებმა გადაწყვიტა მაინც? მოლდოვიდან რატომ არ გაიწვია? მათაც ხომ იგივე ოპოზიცია დააფიქსირეს? საქართველო უნდათ ომში ჩართონ. ერთადერთი შვილიშვილის სიცოცხლეს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ და ამიტომ მიდის მთელი ამბავი.

ჩვენი საქმეა,რომ ამას არ წამოვეგოთ. პარლამენტარებო, თქვენ უნდა იყოთ ერთიანობის მაგალითი. იმ ახალგაზრდებს მივმართავ, ვინც პატრიოტულად არიან განწყობილი, თქვენ შემოგევლეთ, არ მოგატყუოთ მეხუთე კოლონამ. ეს პატარა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ.

უკრაინა ყველას გვტკივა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნათ. აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში თქვენთან მოვალთ ავტომატით. ჯერ შინაურ მტრებს მოვუღებთ ბოლოს და მერე მივხედავთ რუ­სებს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „ტვ იმედში“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ჩემს შვილს მამა მოუკლა უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით!!! – მაგდა ვასაძე

🔵თამთა გოდუაძე რუსეთის მიმართ პროტესტს უჩვეულო ხერხით გამოხატავს

🔵მარტის თვის სილამაზის კალენდარი

🔵იცოდით, რომ უსაყვარლესი პადინგტონი ვოლოდიმირ ზელენსკის გახმოვანებულია?