მწერალი დიკა სალაყაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მასზე საქართველოში გამოხატულ რეაქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სალაყაია ფიქრობს, რომ ომის შესახებ ბავშვები ნაკლებად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და მათი ამ პროცესში ჩართვა არც ისე კარგი იდეაა.
„მთელი გულით განვიცდი და საშინლად ვდარდობ უკრაინაზე, მაგრამ ბავშვების ამ აქციებში/პერფომანსებში ჩართვა და საბავშვო ბაღებში, სასკოლო სივრცეში დროშების ფრიალი არ მომწონს და რა ვქნა.
სულაც არ მინდა ბავშვები ამაზე დარდობდნენ. ჩემს შვილებს მაქსიმალურად ვარიდებ მსგავს სტრესს და ნეგატივს…
რატომ უნდა იცოდნენ ომის სისასტიკე… ეს მათ არ ეხებათ.
ესაუბრეთ იმაზე, რაც ბავშვებს ეხებათ და დროშების, სლოგანების ფრიალს გვირჩევნია რეალურად დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს… ოღონდ ჯერ ჩვენივე ახლოს მყოფებისგან დავიწყოთ… სხვაგვარად ვასწავლოთ ემპათიის გამოხატვა…
არ დამიწყოთ ახლა ჭკუის სწავლება, თქვენ რომ გგონიათ იმაზე მეტად მტკივა და იმაზე მეტად ვუდგავარ გვერდში იმ ხალხს, მაგრამ არის რაღაც, რისგანაც შორს უნდა იყვნენ ბავშვები და ეს ომია…
არის საკითხები რაზედაც ოჯახშიც კი არ ვსაუბრობთ უფროსები ბავშვების თანდასწრებით… არის რაღაც, რაც სენსიტიურია… არის რაღაც, რაც პატრიოტიზმისა და ისტერისგან განსხვავდება… არის რაღაც,რაც ზომიერად უნდა მიაწოდო ბავშვს… არის რაღაც, რაზედაც საბავშვო ბაღსა და სკოლაში კი არა - სხვაგან უნდა ისაუბრო… არის რაღაც, რისი გაპროტესტებაც ბავშვებს კი არა, დიდების საქმეა…
ახლა სანამ ჭკუის სწავლებას დამიწყებთ, აღიარეთ რამდენმა ასწავლეთ შვილებს რომ - ჟიული შარტავაც ისეთივე გმირი იყო როგორც ახლა უკრაინის პრეზიდენტი. თუ იმ წლებში სოციალური ქსელები არ იყო და ახლა ეს თემაა „ტრენდული“, თან სურათები უნდა გამოჰფინოთ ფეისბუკ პროფილებზე… ეჰ
P.S ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებიათ იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია…
და კიდევ იქ, უკრაინაში „ბუნკერებშიც“ კი არიდებენ ბავშვებს ზედმეტ სტრესს და მათ გაფერადებაზე ფიქრობენ
რა ვიცი…
რა ვიცი…“, - წერს დიკა სალაყაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჩემს შვილს მამა მოუკლა უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით!!! – მაგდა ვასაძე
🔵თამთა გოდუაძე რუსეთის მიმართ პროტესტს უჩვეულო ხერხით გამოხატავს
🔵მარტის თვის სილამაზის კალენდარი
🔵იცოდით, რომ უსაყვარლესი პადინგტონი ვოლოდიმირ ზელენსკის გახმოვანებულია?