
ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა.
ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.
სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ. ამჯერად მისი ოფიციალური გვერდი აქვეყნებს 1992 წლის 12 ნოემბრის წინასწარმეტყველებას, რომლებსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქართველი ამერიკელს ვერ დაემსგავსება, ვერც ევროპელს. მომავალში თავის სახეს იბრუნებს საქართველო - ზნე - წესს, ჩვეულებას, ანუ ადამიანურ სახეს“, - ამბობდა ლელა კაკულია.
„ეს სიტყვები 32 წლის წინ, 1992 წლის 12 ნოემბერს ჩავწერე და გამოვაქვეყნე. მაშინ, ეროვნული თვითშეგნების პიკზე (მიუხედავად მძიმე პოლიტიკური მოვლენებისა), როცა ხალხი ყველაფერ ეროვნულს აღმერთებდა და იცავდა, ეს ხედვა გაუგებარი ჩანდა.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართულ ტრადიციებს, შეგნებას, ზნე-წესს რამე დაემუქრებოდა...“, - წერს ლელა კაკულია და აღნიშნულის შესახებ ფოტოს ურთავს თან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: