
სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მრავალმხრივი გრძნობაა, რომელსაც ადამიანის გონება და გული ერთნაირად განიცდის. ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, გაეგოთ და გადმოეცათ მისი ბუნება.
სწორედ, ამ საოცარი გრძნობით შექმნილ ქართულ-უზბეკური ოჯახის თბილისური სიყვარულის ისტორიის შესახებ გადაცემაში „ახალი დღე“ გვიყვებიან ისინი.
როგორც მუსიკათმცოდნე ფარზონა კუდრატილაევა ჰყვება, მომავალი მეუღლე, მამა საბა ერთი დანახვით შეუყვარდა.
„ჩვენი სიყვარულის ისტორია საინტერესოა, მე მქონდა ორი არჩევანი წასულიყავი აზერბაიჯანში, ან საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ მე უზბეკი ვარ ვიცოდი აზერბაიჯანის კულტურა და ისეთი რაღაცის ნახვა მინდოდა, რაც ჩემი კულტურისგან განსხვავდებოდა, ამიტომაც საქართველო ავარჩიე და თბილისში ჩამოვედი.
საბა მეორე დღეს გავიცანი, როცა ეკლესიაში შევედი და იგი ერთი დანახვით შემიყვარდა, დღეს კი სიყვარულით სავსე ოჯახი გვაქვს“, - ამბობს ფარზონა კუდრატილაევა.
„მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება დაკავშირებულია ეკლესიასთან ღმერთს ყოველთვის ვევედრებოდი გამოეჩინა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი მეგზური იქნებოდა. ქრისტიანობა გვასწავლის სიყვარულს, ამიტომ ჩემთვის არ იყო რთული განსხვავებული კულტურის მიღება“, - ამბობს მამა საბა გაზდელიანი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ენით გამოუთქმელი მშვენიერება“ - ლიზა ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შთამბეჭდავი შესრულება
🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?