Digest Logo

🎥 რა უნდა გავაკეთოთ, თუ ავტოსაგზაო შემთხვევას შევესწარით? - დავით კაცაძის რჩევები და პირველადი დახმარების „ოქროს წესები“

1787217615
დავით კაცაძე

პირველადი დახმარების ცოდნა კრიტიკულ მომენტში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის, ძლიერი სისხლდენის, გულის წასვლის ან სხვა გადაუდებელი მდგომარეობის დროს და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რომ დაზარალებულს მდგომარეობა კიდევ უფრო არ გავურთულოთ.

მოტომედიკი და ტრავმატოლოგი დავით კაცაძე სტუმრად „ჯაფარას პოდკასტში“ იმყოფებოდა, სადაც პირველადი დახმარების გაწევაზე, საჭირო ინსტრუმენტებსა და ქმედებებზე ისაუბრა:

რა უნდა გააკეთოთ, თუ ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრებით?

დავით კაცაძე: როდესაც მედიკოსები მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივდივართ, ვხედავთ საერთო სურათს. ჩვეულებრივი ადამიანი კი მხოლოდ იმ ერთ რაღაცას აკვირდება, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. საერთო სურათის დანახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან არ გამოგრჩეს დეტალი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გაკაწრული. ამიტომ კარგია როცა პირველადი დახმარების ნაკრებს შენით ადგენ. როცა შენით ჩადებ ყუთში, დადგება სტრესული მდგომარეობა გეცოდინება, სად იქნება შენ მიერ ჩადებული ბინტი ყუთში.

პირად მანქანაშიც სულ მაქვს სამედიცინო დახმარების ყუთი და კიდევ ერთი დიდი წითელი ჩანთა, რომელიც პერსონალურად ჩემი არის. ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას შევესწარი. საკმაოდ დაღლილი ვიყავი და ნახევრად სველი. სანამ შემთხვევას დავინახავდი, იქამდე მანქანები შევნიშნე და საპატრულოს ეკიპაჟები. ვიკითხე დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ?! - უცებ ვხედავ ორ ადამიანს, რომლებიც ძირს წვანან. როგორც კი მოვახერხე გავაჩერე მანქანა, ეს ყუთები ავიღე, მივვარდი პაციენტებთან. ერთი ექიმი უკვე ადგილზე იყო, თუმცა არ ჰქონდა პირველადი დახმარების ჩანთა. ერთ-ერთ ქალბატონს ჰქონდა თავზე ჭრილობა, ზუსტად საფენები და ბეტადინი გამოგვადგა. ასევე შევაფასეთ მეორე კაცის მდგომარეობა. შეფასებასაც თავისი ეტაპები აქვს. სანამ სასწრაფო მოვიდა იმ ქალბატონის და ჩემი დახმარებით პირველადი დახმარება გაწეული იყო.

არის რაღაცები რისი გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მინიმუმ დახმარების გამოძახება. სამწუხაროდ ზოგიერთი არც კი ერევა, არც ჩერდება. აუცილებელია სცადო ამ დროს დახმარება, ან სხვას სთხოვო. ავტოსაგზაო შემთხვევებში რთულად არის საქმე. რადგან თუ ადამიანი მანქანაში იმყოფება, მის გადმოყვანასაც გარკვეული პროტოკოლები სჭირდება. უარესად არ დავაზიანოთ ხერხემალი, ან ის უკვე რაც დაზიანებული ჰქონდა.

დაშავებულები ზოგჯერ თავად უქმნიან საკუთარ თავებს პრობლემას, ცდილობენ თვითნებურად გადაადგილებას და ა.შ. აუცილებელია მოხეს პაციენტის წამოწვენა და ფიქსაცია. დაფიქსირებაც, მაგალითად კისრის მარტივია. უნდა მოჰკიდო ხელები კისერში და უბრალოდ გაასწორო. თუ რაღაც არ გტკივა არ ნიშნავს რომ რაღაც არ გჭირს. თუ ასევე აქვს რაიმე ჭრილობა ადამიანს, შეგვიძლია სუფთა წყლით ჩამოვბანოთ და რაიმე ნაჭრით გადავუხვიოთ, რათა არ მოხდეს მისი უარესად დაბინძურება.

 

რა უნდა იდოს, პირველადი დახმარების ყუთში?

მაკრატელი, სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ამიაკი, ნიშადური, ტურნიკეტი, ბინტი, ბამბა, სტერილური საფენი, სამედიცინო ლეიკო, ელასტიკური ბინტი, თერმო-პლედი, სველი ხელსაწმენდი და ხელთათმანი.

რატომ დევს ამიაკი პირველადი დახმარების ყუთში ანუ ნიშადური? ვინც ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო ნათესავები ცუდად გახდნენ. სწორედ მანდ ჩაერთო ეს მედიკამენტი. ნიშადურის სპირტი გულის წასვლის შეგრძნების დროს გვეხმარება. აუცილებელია დავასხათ ბამბაზე და მივუტანოთ პაციენტს ცხვირთან. მძაფრი სუნი აქვს, ცივი წყალი რომ შეისხა და გაფხიზლებს, დაახლოებით ასეთი შედეგი აქვს.

აუცილებელია, ვიქონიოთ კარგი მჭრელი მაკრატელი. რადგან ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა ზამთარში, როცა პაციენტს ქურთუკი ეცვა ბუმბულებიანი და ვერ გავუჭერი. მაგის შემდეგ დავიწყე კარგი მაკრატლის მოძიება. შემდეგ სპეციალური ტაქტიკური მაკრატელი გამოვიწერე. ასეთი მაკრატელი ბევრჯერ გამომადგა.

მოტო-ტრავმების დროს სისხლის დანაკარგისას ლეტალობის დაახლოებით 30%-ი მოდის. ანუ სისხლის დანაკარგი უნდა გავაჩეროთ, სიცოცხლესთან სხვა შეუთავსებელი ნიშნები ამ დროს არაფერია. პირველ რიგში ვიქცევით ასე. ეს შეიძლება მოხდეს კომპრესიული ზეწოლით, ანუ ხელის დაჭერით. ან კუსტარული ტურინკეტით. ამის გაკეთებაც არ არის რთული, თუმცა უნდა იცოდე მეთოდი. შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინო და ისეთი რაღაც დააზიანო, რომ ვერ გაიაროს ან მგრძნობელობა დააკარგვინო.

 

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან

⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი