Digest Logo

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები?

1724219202
წყნარი და ატლანტის ოკეანე

ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტი ოკეანეს უკავია, სწორედ ამ შთამბეჭდავი მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი დიდი ნაწილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცულია. სწორედ ზღვებსა და ოკეანეების წყლებში შეიძლება შენიშნოთ ეს საინტერესო მოვლენა - როცა ორი სხვადასხვა ფერის წყალი ერთმანეთს არასოდეს ერევა. 

ჰიდროლოგები ამას წყლის სხვადასხვა შემადგენლობით ხსნიან. ორ სხვადასხვა ოკეანეს განსხვავებული სიმკვრივის, ტემპერატურის და მარილიანობის წყალი აქვს, ამიტომ ერთმანეთს ვერ ერევა. ამ მოვლენას სამეცნიერო სახელი აქვს და ჰალოკლინი ეწოდება.

ჰალოკლინი არის საზღვარი წყლის ნაკადებს შორის, რომლებსაც განსხვავებული მარილის შემცველობა აქვთ. წყლის მარილიანობა პრომილებით იზომება (პრომილე - მთელის მეათასედი ნაწილი). წყნარ ოკეანეში 1 ლიტრ წყალში მარილის შემცველობა 34,9 პროცენტია, ხოლო ატლანტის ოკეანეში - 35,4 პროცენტი. მხოლოდ ეს განსხვავებაც საკმარისია, რომ ამ ოკეანეების წყლები ერთმანეთს არასოდეს შეერიონ.

ასეთივე შთამბეჭდავია ჰალოკლინის ეფექტი დანიის საკურორტო ქალაქ სკაგენის სანაპიროსთან. ამ ადგილზე ერთმანეთს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვები ხვდებიან. ზღვის წყლებს სხვადასხვა სიმკვრივე და შესაბამისად, მარილის სხვადასხვა შემადგენლობა აქვთ. „საზღვაო საზღვარი“ნაპირიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ქალაქი სკაგენი დანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში აშენებული პატარა ეკლესიის გარდა, ქალაქში სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ვერ ნახავთ, მაგრამ აქ მოხვედრას უამრავი ტურისტი ერთადერთი მიზნით ცდილობს - საკუთარი თვალით ნახონ ორი ზღვის შეხვედრა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა“ - ლევან მაჭავარიანი

⭕WHO: მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის

⭕„პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში“ - საპატრიარქო მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს