Digest Logo

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შეჭრა?

1729968631
თმის შეჭრა კაცი

იმის გამო, რომ მამაკაცისთვის ვარცხნილობის შესწორება მარტივია, განსაკუთრებით კი - საპარსი მანქანით, ბევრი ცოლი თავად ჭრის ქმარს თმას, თუმცა არსებობს ხალხური რწმენა, რომელიც ამას კატეგორიულად კრძალავს. 

ამბობენ, რომ ქმრისთვის თმის შეჭრის შემდეგ ოჯახში სკანდალები და არეულობა იწყება. ჩხუბის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს, მათ შორის - ულაზათოდ გაკეთებული ვარცხნილობაც.

ძველად ხალხს მიაჩნდა, რომ მამაკაცის ძალა მის თმაში იმალება და თუ ცოლი თმას შეჭრის, კაცი ძალას დაკარგავს.

სტილისტი მამაკაცს ვერ დააზარალებს, რადგან ის უცხოა, უცხოსთან კი მამაკაცის ენერგია შიგნით „იმალება“. ცოლის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - კაცი ცოლს ენდობა, დუნდება და შეიძლება დაგროვილ ენერგიას, სულიერ გამოცდილებასა და ინტუიციას დაემშვიდობოს.

თუ ხალხურ თქმულებას დავუჯერებთ, თმის შეჭრით ცოლი ქმარს რამდენიმე წლის სიცოცხლესაც ართმევს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა ჯანდაბამ მოიყვანა თემურლენგი აქ...“ - ნინუცა ორჯონიკიძის მოგზაურობა ბირთვისის ციხეში

🎥 „2020 წლის ივლისში ავიღე სწრაფი ბრძოლა და ერთ კვირაში მოუმზადებლად ათი კილო დავიკელი...“- რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი?

⭕ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა