Digest Logo

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა

1729948975
ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამან „კარლსრუეს“ ბერლინის „ჰერტასთან“ მაინც ვერ უშველა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა – 1:3.

შეუცვლელად ითამაშა, გოლი გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება, 7.7 ქულა დაიმსახურა.

სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. „კარლსრუეს“ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გუნდის კაპიტანმა, ვანიჩეკმა პენალტი (30) ვერ გამოიყენა. თუმცა შესვენებამდე (45+3) მშვენიერი თავური დარტყმით ზივზივაძემ წონასწორობა მაინც აღადგინა.

მეორე ტაიმში ბერლინელებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:1 მოიგეს.​ „კარლსრუე“ 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში პირველ  ადგილზეა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საარჩევნო უბანზე კაცი გარდაიცვალა

⭕„მაინც მოიგებენ არ გამოვა... ყველას ხმა აუცილებელია...“ - ლაშა ბასლანძე

ფრანგი დამკვირვებელი ალან ჟან მარი: ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან, კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით