Digest Logo

🎥 „რა ჯანდაბამ მოიყვანა თემურლენგი აქ...“ - ნინუცა ორჯონიკიძის მოგზაურობა ბირთვისის ციხეში

1729967452
ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.

იგი მოგზაურ, ნიკა ლებანიძესთან ერთად ამჯერად ულამაზეს ბირთვისის ციხეში იმყოფებოდა და ისტორიული ადგილის შესახებ ამბები საზოგადოებას გაუზიარა.

ცნობისთვის, ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე აუღებლადაც ითვლებოდა. იგი ბუნებრივად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს.

ციხესთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა. ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო ვლოგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „2020 წლის ივლისში ავიღე სწრაფი ბრძოლა და ერთ კვირაში მოუმზადებლად ათი კილო დავიკელი...“- რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი?

⭕ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა

⭕საარჩევნო უბანზე კაცი გარდაიცვალა