🔹 შეცოდების ენერგია - რატომ გვეცოდება ადამიანი?
შეცოდების შეგრძნება ყოველთვის სხვის გამო არ ჩნდება.
ხშირად ჩვენზე მეტს ამბობს, ვიდრე მასზე, ვინც გვეცოდება.
👉 გვეცოდება მაშინ, როცა:
• ვერ ვუძლებთ სხვის ტკივილს
• გვინდა სწრაფად „გავასწოროთ“ სიტუაცია
• საკუთარ შიშს ვხედავთ მასში
• გვიჭირს ვუყუროთ სხვის სიძლიერეს პროცესში და ზოგჯერ შეცოდება არის ფარული სურვილი, ვიგრძნოთ თავი „ძლიერად“ ან „მხსნელად“.
✨ მაგრამ აქ არის მთავარი: როცა ადამიანი გეცოდება, შენ უნებურად ხედავ მას სუსტ მდგომარეობაში.
👉 ნამდვილი მხარდაჭერა სხვანაირია: არ შედიხარ მის ტკივილში, არ იღებ მის ტვირთს, არ ამცირებ მის ძალას.
შენ დგახარ მის გვერდით და გჯერა, რომ მას შეუძლია!
✨ შეცოდება მოდის შიშიდან. მხარდაჭერა კი ნდობიდან და ეს ორი სრულიად განსხვავებულ შედეგს ქმნის.
ასევე დაგაინტერესებთ: