Digest Logo

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე? - საინტერესო ფაქტები

1732876938
საქორწინო ბეჭედი

საქორწინო ბეჭედი უბრალოდ სამკაული არაა! ის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება, ამიტომ სასურველია, მის შესახებ მეტი ვიცოდეთ:

1. საქორწინო ბეჭდის მოდა მე-15 საუკუნის ბოლოს, მდიდარ ვენეციელებში გაჩენილა, რომლებიც უპირატესობას ბრილიანტებით გაფორმებულ ბეჭდებს ანიჭებდნენ.

2. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა გველის ფორმის საქორწინო ბეჭედი ლალის თვლით. ცნობისთვის, რგოლივით დახვეული გველი უსასრულობის სიმბოლოა.

3. საბჭოთა მოქალაქეებს სწამდათ, რომ საქორწინო ბეჭედი ქვის გარეშე უნდა ყოფილიყო. მიაჩნდათ, რომ ქვები ოჯახის ცხოვრებაში დაბრკოლებებს განასახიერებდა. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ცრურწმენის მიზეზი ძვირფასი ქვების დეფიციტი იყო. დღეს პატარძლების დაახლოებით 70% ნიშნობისთვის ბრილიანტისთვლიან ბეჭედს ირჩევს.

4. თუ თვლებიანი საქორწინო ბეჭდის შეძენა გადაწყვიტეთ, გირჩევთ არჩევანი საფირზე შეაჩეროთ - ის ოჯახურ ბედნიერებას განასახიერებს. აკვამარინი ხანგრძლივ და ბედნიერ ქორწინებას და მეუღლეებს შორის ჰარმონიას მოგიტანთ. მარგალიტს უმჯობესია ერიდოთ, რადგან ის ცრემლების სიმბოლოა.

5. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატარძლად ჰენრი VII-ის ქალიშვილი მიიჩნევა, რომელსაც ხელი ორი წლის ასაკში სთხოვეს - რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ქორწინება იყო.

6. ქრისტიანობის სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლები საქორწინო ბეჭედს მარჯვენა და არა მარცხენა ხელზე იკეთებენ, რასაც ეკლესია ასე განმარტავს:

ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ, უფრო კარგად აკეთებს, ამიტომ მარჯვენას უპირატესობას ანიჭებს. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ... ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო, ამიტომ საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიული ერთად ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს.

7. პატარძლების 99% საქორწინო ბეჭედს არათითზე იკეთებს, რაც უძველესი ტრადიციიდან მომდინარეობს. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ უსახელო თითი სიყვარულის არტერიაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია გულთან. ძალიან რომანტიკული ვერსიაა, არა?

8. ბევრს მიაჩნია, რომ საქორწინო ბეჭდის ტრადიცია სათავეს ქრისტიანობიდან იღებს, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ამ სამკაულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულში ატარებდნენ, ქრისტიანობამ კი საქორწინო ბეჭდები საქორწილო ცერემონიის სავალდებულო ატრიბუტად აქცია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რას არ გაპატიებთ საყვარელი ადამიანი? - ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება

🎥 „როგორ მოვიპოვეთ წყალი მეტეოზე...“ - ნინუცა ორჯონიკიძის საინტერესო თავგადასავალი მყინვარწვერზე

⭕„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს