Digest Logo

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად სამოსის გაჩუქებისგან ან სხვისი სამოსის ტარებისგან და როგორ გავასუფთაოთ ტანსაცმელი ენერგეტიკულად?

1771615204
ტასაცმელი  ტანსაცმელი

ტანსაცმელი ადამიანის ენერგიას ინახავს. ის სხეულზე გვეხება და ჩვენგან ინფორმაციით იმუხტება, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყოთ. მათი გაუკონტროლებლად გასხვისებისგან თავი შეიკავეთ, - ამ რჩევებს ეზოთერიკოსი ლატავრა ათუნაშვილი გვაძლევს.

ეზოთერიკოსი ვიდეოში ამბობს, თუ როგორ შეიძლება სამოსის ენერგიისგან განმუხტვის მარტივი რიტუალის ჩატარება.

„ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა ან მერე ავადობდა და სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მას ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვის ტანსაცმელს აცმევდნენ. რატომ? ბედნიერი ბავშვის ტანსაცმელს, ბედნიერი ენერგია ჰქონდა, ამით კი ავადმყოფს, საშუალება ეძლეოდა, გამოჯანმრთელებულიყო. 

როდესაც ტანსაცმელს ქუჩაში ვდებთ ან ვჩუქნით ვინმეს, მას მიაქვს ჩვენი ენერგია, ანუ იმ ადამიანებთან, ვინც სამოსს მომავალში ატარებს, ენერგეტიკულად კავშირში ვართ. სანამ ტანსაცმელს გადაყრით ან გააჩუქებთ, მანამ იმ სამოსიდან საკუთარი ენერგია უკან წამოიღეთ და შემდეგ გაეცით.

იცით, რომ ჯადო კეთდება ადამიანის ნივთებზე, მათ შორის, ტანსაცმელზე, რადგან ტანსაცმელი ფლობს ინფორმაციას.

ვიღაცას თუ უნდა თქვენი ხვავი, ბარაქა მოიპაროს, შეიძლება გაიძულოთ თქვენი ენერგიით გაჟღენთილი ტანსაცმელი მას აჩუქოთ.

თუ თქვენ ვინმე ძლიერი, მდიდარი ადამიანის ტანსაცმელი ჩაგივარდათ ხელში, გაქვთ შესაძლებლობა თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს. მაგრამ თუ თქვენ ჩაიცვამთ ისეთი ადამიანის ნაქონ სამოსს, რომელიც იყო ავად, იტანჯებოდა, იყო უბედური, ამ ინფორმაციას იცვამთ. როგორ ფიქრობთ, თავს კარგად იგრძნობთ?

გამოსავალი:

აუცილებელია, ტანსაცმლის ენერგეტიკულად გასუფთავება.

მკითხავთ, როგორ გავასუფთაოთ ტანსაცმელი ენერგეტიკულად?

პრაქტიკა: წარმოიდგინეთ იასამნისფერი ცეცხლი და მასში წარმოსახვით გაატარეთ კონკრეტული ტანსაცმელი. ეს სირთულეს არ წარმოადგენს“, - ამბობს ლატავრა ათუნაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

🎥 „თუ უძილობა გაწუხებთ და ჩაძინება გიჭირთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ეს ხილი“ - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

🎥 „ბევრჯერ დავჩაგრულვარ, ვარ პირდაპირი ადამიანი და არ მიყვარს ადამიანების გამოყენება“ – ნინი ბადურაშვილი