Digest Logo

როდიდან იწყება დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი - სრული კალენდარი

1770406991
მარხვა სანთელი

აღდგომის დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი. მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

1 თებერვალი - არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე მსგეფსი, ანუ ხსნილია და ოთხშაბათსა და პარასკევს არ ვმარხულობთ.

8 თებერვალი - უძღები შვილის კვირაა.

9 თებერვლიდან 16 თებერვლამდე არის ხორციელის კვირა. ამ კვირის ოთხშაბათი - პარასკევი მარხვაა.

15 თებერვალი - საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და მირქმის საუფლო დღესასწაული.

16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით არის ყველიერის კვირა. მთელი კვირის მანძილზე დასაშვებია რძის ნაწარმი, კვერცხი და თევზი. ყველიერის ოთხშაბათს საღამოდან იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. 

22 თებერვალი - ადამის სამოთხიდან განდევნა - მიტევების კვირა.

23 დან 26 თებერვლის ჩათვლით იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.

1 მარტი, მარხვის I კვირა- მართლმადიდებლობის ზეიმი.

8 მარტი, მარხვის II კვირა - წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღე.

15 მარტი , მარხვის III კვირა - ჯვრის თაყვანისცემა.

22 მარტი, მარხვის IV კვირა - წმ. იოანე კლემაქსის (კიბის აღმწერელის) ხსენების დღე.

28 მარტი - ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი.

29 მარტი, მარხვის V კვირა - წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსნებების დღე.

4 აპრილი - ლაზარეს შაბათი. ხსნილია თევზით. 

5 აპრილი, მარხვის VI კვირა - ბზობა - ბაიაობა , უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ხსნილია თევზით.

7 აპრილი - ხარების დიდი დღესასწაული (ხსნილი არ არის თევზით).

6 აპრილიდან 12 აპრილამდე ვნების შვიდეული.

9 აპრილი - დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობა. 12 ვნების სახარების კითხვა.

10 აპრილი - წითელი პარასკევი. უფლის გარდამოხსნის წინ დატირების მსახურება. 

მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეები:

ხორციელის შაბათი - 14 თებერვალი
დიდმარხვის II შაბათი - 7 მარტი
დიდმარხვის III შაბათი - 14 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი - 21 მარტი

უფალმა მოგმადლოთ მარხვა სინანულისა, აღდგომა - სიხარულისა...

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვობიდან მქონდა კომპლექსი, მეუბნებოდნენ, რომ დიდი ყურები მაქვს“ - მარიამ შენგელია

⭕აკნეს მიზეზი, შესაძლოა, შენი კბილის პასტა იყოს

⭕როგორ დავიბრუნოთ ენერგია, როცა „ელემენტი“ ჯდება? - „ნუ მიმართავთ შაქარს და კოფეინს, აი, ნამდვილი ენერგეტიკული „ჰაკები“