Digest Logo

„როცა ჩვენთან შემოიყვანეს, კომაში ჩავარდა და მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მის გადარჩენას“ – რას ჰყვება ზურაბ გურიელიძე შანიზე

1789035108
ლომი და ბექაური

2024 წლის 26 დეკემბერს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მიიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადასცა.

ცხოველის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, იგი მალევე გახდა პოპულარული.

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პოდკასტში „ეგ არაფერი“ ლომის შესახებ სახელად „შანი“ ისაუბრა, მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ახალ ზოოპარკში იმყოფება, თუმცა მასთან ჯერ ვიზიტორებს არ უშვებენ.

როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, ბოკვერი როცა მიიყვანეს მასთან კომაში ჩავარდა და მის ზოოპარკში ყოფნას გარკვეული სირთულეები ახლავს თან.

„ეს ლომი, სად დაიბადა არავინ იცის, შემოყვანილი იყო კონტრაბანდით. ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ვიღაც ლომს შემოიყვანდა ქვეყანაში და მერე ის ჩვენთან მოხვდებოდა.

ის თავს კარგად გრძნობს, ახალ ზოოპარკში იმყოფება, თუმცა მასთან ჯერ ვიზიტორებს არ ვუშვებთ. არც ვიყავით მზად და ამიტომაც ცხოვრობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩემ კაბინეტში. ჩვენთვის ლომის შემთხვევა იყო რთული, როცა ის მოიყვანეს რამდენიმე საათში კომაში ჩავარდა და მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით გადაგვერჩინა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველები სათამაშოები არ არიან, მათ აქვთ თავიანთი ქცევა და ნებისმიერი ცხოველი პოტენციურად საშიში იყოს ადამიანისთვის“,  - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ - ზურაბ გურიელიძე პროექტის დეტალებსა და სირთულეებზე

🎥 „ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება“ – ირაკლი მაქაცარიას ემოციური წერილი

⭕10 სექტემბრის გზავნილი - „გაბედე და დიდი სურვილები ჩაიფიქრე“