შიში, ჰიპნოზი, ტრანსი, შიზოფრენია, სექსის მანია - აღნიშნულ საკითხებზე ფსიქო და ჰიპნოთერაპევტმა ლევან შატბერაშვილმა „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში წონის კლების ექსპერტთან, სანდრო ჯიბლაძესთან ისაუბრა.
„რაც ხდება სამყაროში, ის აუცილებლად იმოქმედებს ყველა ადამიანზე. ვგულისხმობ არეულობას და ომებს. ბევრნაირი დეპრესია არსებობს. ხალხი მოდის, რომლებიც რაღაცას ვერ ალაგებს, შფოთვა აქვს, ურთიერთობების პრობლემა და ა.შ. ესენი არიან ხალხი, რომელთაც უნდათ რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში.
ჰიპნოზით დაინტერესებულები სიმართლე გითხრათ, საქართველოში ბევრი ადამიანი არ მინახავს. ინტერესი უფრო არის ინდოეთის მიმართ, მედიტაციებისა და სწავლებების მიმართ. რაც უფრო შენთან მოდის დაღეჭილი ინფორმაცია, თითქოს რაღაცას სწავლობ. თუმცა ტვინი არის უცნაურად ზარმაცი რამე, რადგან ზოგჯერ კრეატივს ვკარგავთ ხოლმე. რაც უფრო ინფორმირებულია ადამიანი, ნაკლებად კრეატიულია და ნაკლებად გამოსდის თემის ირგვლივ პრაქტიკები.
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია. რაც არ უნდა შეხვიდე ღრმად აზროვნებასა და ფიქრებში, ვერავინ დაინახავს შენ რეალურ განვლილ გზას. ეს ვერ შეიძლება ჩავთვალოთ რაიმე პათოლოგიად ან შიზოფრენიად. თუ ადამიანს აქვს რაიმე მიდრეკილებები, მაგალითად მარიხუანას მიმართ, ძალიან მარტივად აცოცხლებს დეპრესიულ, ფსიქოზურ ფონს ეს ნივთიერებები. თუ ეს არ აქვს, შეიძლება საერთოდ არაფერი დაგემართოს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
შიზოფრენიის მქონე ადამიანებთან არ ვმუშაობ და გეტყვი ერთ მარტივ მაგალითს: როცა შენ ღმერთს ელაპარაკები ეს არის ლოცვა, როცა ღმერთი გელაპარაკება - ბოდვა. ამ კუთხით ვხედავთ ჩვენ ასეთ ადამიანებს.
ზოგადად ხილვები და ასეთი ქმედებები გამოდის იმ ეპოქალური სამყაროდან, რა ეპოქაშიც ადამიანს უწევდა ცხოვრება. ეს ყველაფერი კიდევ არის იმაზე დამოკიდებული, თუ რა ინფორმაციას ფლობს ადამიანი. ადრე ამბობდნენ მაგალითად, რომ დემონი ნახეს, ახლა კი ზოგს უცხოპლანეტელების სჯერა და ა.შ. ხდება ამ მითოლოგიის გასხივოსნება. შიზოფრენიკი ამას 200 წლის წინ არ გეტყოდა, რადგან უცხოპლანეტელებზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
ნიმფომანია, ეს არის დაუოკებელი სექსუალური სურვილი. ეს ტერმინი ძირითადად ქალებში გამოიყენება, კაცებში ჰქვია სატირიზმი. როგორც წესი რაღაც დაავადებას უკავშირდება, მანიაკალურს ძირითადად. ასეთი ადამიანიც მყოლია პაციენტად. ისინი დღეში რამდენჯერაც მოახერხებდნენ, ათეული და ასეული პარტნიორი ჰყოლიათ. აქვს ჰიპერმოთხოვნილება სექსის, თუმცა ვერ კმაყოფილდება. მარტო ის არ არის რომ ხშირად უნდა სექსი, არამედ ვერ აღწევს ორგაზმს. ხშირად გულისხმობს სხვა ფსიქიკურ აშლილობას, ამიტომ არ არის სახუმარო თემა და სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. შეპყრობილები არიან ასეთი ადამიანები. პროცესი არ არის ისეთი, რომ იგრძნოს კმაყოფილება. სხვა საკითხია სიამოვნებს თუ არა ეს პროცესი“, - აღნიშნა ლევან შატბერაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ - ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა