Digest Logo

საჭმლის კეთება დემენციის რისკისგან იცავს - ახალი კვლევა

1779264279
საჭმლის მომზადება

სახლში საჭმლის მომზადება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვებს კვირაში ერთხელ სახლში ამზადებენ, დემენციის განვითარების გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან.

დაკვირვების მანძილზე მეცნიერებმა 65 წელს გადაცილებული 11 ათასამდე ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. მოხალისეებს უნდა შეევსოთ კითხვარი - რამდენად ხშირად ამზადებდნენ სახლში საკვებს. როგორი იყო მათი კულინარიული შესაძლებლობები და ა.შ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სახლში კვირაში ერთხელ მაინც, საჭმლის მომზადება დემენციის რისკს მამაკაცებში 23%-ით, ხოლო ქალებში 27%-ით ამცირებდა.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ  იმ კვლევის მონაწილეების შემთხვევაში,  რომლებსაც  კულინარიული უნარები საერთოდ არ ჰქონდა, კვირაში ერთხელ  სახლში საჭმლის მომზადება  დემენციის რისკის 67%-ით შემცირებასთან იყო დაკავშირებული.

„ეს შედეგი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის მიუთითებს, რომ თავად საჭმლის მომზადებამ შეიძლება უზრუნველყოს კოგნიტიური სტიმულაცია და სწავლის შესაძლებლობები, რაც სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისთვის“, - ამბობენ მეცნიერები. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პარიზში ჩემმა შვილმა რესტორანში მითხრა, ნახე, იქ რა ლამაზი გოგო ზისო…“ – როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე სულამანიძემ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„დღეს გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი“ - 20 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი