Digest Logo

🎥 სად გადის ზღვარი პლასტიკურ ქირურგიასა და აუცილებლობას შორის? - საშა კალანტაროვი განმარტავს, რატომ არის შეუძლებელი სხვისი ცხვირის „გადმოკოპირება“

1791382913
საშა კალანტაროვიv

პლასტიკური ქირურგია ბევრისთვის მხოლოდ ვიზუალურ კაპრიზთან ასოცირდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა. 

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, საშა კალანტაროვი პოდკასტში „ცის სარკე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პლასტიკური ქირურგიის შესახებ ისაუბრა, ასევე იმის შესახებ თუ ვისთვის ვიკეთებთ ოპერაციას და როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას სარკეში ჩახედვისას. 

„თანამედროვე პლასტიკური ქირურგია არ არის, მხოლოდ მედიცინა ეს არის მეცნიერება, გამოცდილება და ცოდნა. 

პლასტიკური ქირურგიის განვითარების წინა პირობა იყო სარკე, ადამიანი როცა იყურება სარკეში საკუთარ თავზე გამოაქვს გარკვეული შედეგები - რას მოსწონს, რა უყვარს და ა.შ. 

პრაქტიკულად ყველას ცხოვრების რაღაც პერიოდში აქვს სურვილი გარეგნობაში რაღაც შეცვალოს, ეს აზრი კი მოდის სულიდან, ტვინიდან. როცა ადამიანი ამ სურვილს აისრულებს და მის გარეგნობაში შეიტანს ცვლილებას, ადამიანი ხდება ბედნიერი - ეს არის გზა, რომელსაც გადის ყველა ჩვენი პაციენტი“, - ამბობს  საშა კალანტაროვი.

პლასტიკური ქირურგის თქმით, გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს:

„მაგალითად, აზიის ქვეყნებში ქუთოთს პლასტიკური ოპერაცია სხვა პრინციპით კეთდება, ევროპის ქვეყნებში კი საერთოდ სხვა პრინციპით. არ არსებობს ერთ და იგივე მიდგომა, ქუთოთოს ოპერაცია დღეს ყველაზე ხშირი ოპერაციაა. 

ასევე განსხვავებულია ცხვირის პლასტიკური ოპერაციები, როდესაც პაციენტი მოდის და ამბობს მინდა ასეთი ცხვირი, ან მინდა ამ ადამიანს დავემსგავსო ასეთი რამ შეუძლებელია. ადამიანმა უნდა გაიკეთოს ისეთი ცხვირი ან სხვა რამ, რაც მის სახეს უხდება, იმიჯს შეუცვლის და მასზე იქნება მორგებული.

ყველაზე ხშირი პრეტენზია პაციენტის მხრიდან არის, ის რომ სხვისი მოსწონს და საკუთარ თავზე რაღაცები არ მოსწონთ, უნდათ რომ თავიანთი შედეგი იყოს იდეალური და აჯობოს სხვას, არსებობს კონკურენცია და ფსიქოლოგიური მოლოდინი“,  - ჰყვება პლასტიკური ქირურგი. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მჯერა, რომ მოვა ის თამაშიც და ის შედეგებიც, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას“ - გიორგი ქოჩორაშვილი

🎥 მაია ასათიანი კოლეგებთან ურთიერთობაზე: „ყველასთან ძალიან კარგი, მაგრამ ფასადური ურთიერთობა მაქვს... ამ სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს“

🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიაზე და ახალ საქმიანობაზე

✕