Digest Logo

🎥 „სარკე ხედავს იმ პიროვნებას, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბდა...“ - რა დატვირთვა აქვს სარკეს ფსიქოლოგიაში?

1719991696
სარკე და მისი გავლენები

ფსიქოლოგმა, ეკატერინე ყიფიანმა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთის ჩვენს ცხოვრებაში - სარკის დატვირთვასა და მის გავლენაზე ისაუბრა.

„ჩვენი თავი ყოველთვის გვაწვდის, როგორც დადებით, ისე უარყოფით იმპულსებს. როცა სარკეში ვიხედებით ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი დამოკიდებულება გვექნება საკუთარი თავის მიმართ და რომელი იმპულსები გვაინტერესებს დადებითი თუ უარყოფითი.

რა თქმა უნდა თვითკრიტიკა არაჩვეულებრივია ყოველთვის, მაგრამ აქაც უნდა დავიცვათ ბალანსი.

უმნიშვნელოვანესია გარემო, ბავშვობის წლები, ოჯახი სადაც ვიზრდებით და მათი დამოკიდებულება ჩვენდამი. აქაც ბალანსი არის უმნიშვნელოვანესი. არსებობენ ოჯახები, სადაც შვილს ყოველთვის ეუბნებიან ქათინაურს, მოუწონებენ საქციელს და გარეგნობას, მაგრამ არსებობენ ოჯახებიც, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილოები არიან თავიანთი შვილით. ყველაზე ცუდი მომენტია როცა სხვას ადარებენ. ილექება ეს ყველაფერი მასში და სარკეშიც ხედავს იმ პიროვნებას, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა ეკატერინე ყიფიანმა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს... ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი“ - დიმა ობოლაძემ ეროვნული ნაკრებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა

⭕„მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ამ ემოციისთვის“ - გიორგი ქოჩორაშვილი

⭕„მე საქართველო ასეთი ბედნიერი არ მინახავს... იმედი მაქვს, რომ ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი“ - გიორგი გველესიანი