რას ამბობდა მამა გაბრიელი პატრიარქზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი „არქიმანდრიტი ანტონი იოსელიანი“ წერს.
„მამა გაბრიელი პატრიარქზე:
„...კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა...“
„...ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის...!"
„...განა პატრიარქს არ უჭირს?! შენ რა იცი, კათოლიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს — ერისას და ეკლესისას, იმან რაღა ქნას...? "
„ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს!!!"
ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღარ ფეთქავს ის გული, რომელიც საქართველოსთვის ღმერთის მუდმივად გასაგონად ლოცულობდა“ - გია მურღულია