ქრონიკული გამოფიტვა, გაურკვეველი შფოთვა და განცდა, რომ ცხოვრებაში სურვილების ასრულების ტექნიკები თუ აფირმაციები აღარ მუშაობს, ხშირად არა უბრალოდ ფიზიკური დაღლილობის, არამედ ბიოველის დაბინძურებისა და ენერგეტიკული გაჟონვის ბრალია.
ეზოტერიკოს კახა კვარაცხელიას განმარტებით, აურა - ის უხილავი გარსი და „ოპერაციული სისტემაა“, რომელიც ადამიანს გარე სამყაროს ქაოსისგან იცავს და საკუთარ სიხშირეს სამყაროში ასხივებს.
ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტი, ნეგატიური საინფორმაციო ნაკადები და შინაგან ეჭვებზე დაფუძნებული ფიქრები ეთერულ ქსელს აზიანებს, რაც ენერგიის კარგვას, დაავადებებსა და სასურველი რეალობის ბლოკირებას იწვევს.
სპეციალისტები განმარტავენ, როგორ გავწმინდოთ და დავლუქოთ ბიოველი, რათა დავიბრუნოთ შინაგანი ძალაუფლება და გავხდეთ საკუთარი ცხოვრების ერთადერთი შემოქმედი;
„იმისთვის რომ სამყაროს ნამდვილად დაუკავშირდე, ჯერ საჭიროა მისგან სრულიად განცალკევდე. შექმნა შენ გარშემო ისეთი გამწმენდი სისუფთავის სივრცე, სადაც უცხო კანონები წყვეტენ მოქმედებას, სადაც ქრება უცხო გრავიტაცია, სადაც შენ ხარ ერთადერთი წყარო, ერთადერთი შემოქმედი და ერთადერთი კანონი. ეს სივრცე სადღაც მთებში არ არის. ის პირდაპირ აქ არის — შენი სხეულიდან გაწვდენილი ხელის მანძილზე. ეს შენი გარსია, ბიოველია, შენი ენერგეტიკული სფერო — საზღვარი შენსა და ქაოსს შორის.
ბიოველი როგორც ჩვენი სიხშირის გადამცემი. შეგიმჩნევია რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ უბრალოდ დაწოლა გინდა. არა იმიტომ რომ ფიზიკურად დაიღალე, არამედ იმიტომ რომ შიგნით სიცარიელეს გრძნობ,თითქოს ვიღაცამ შენგან მთელი ენერგია გამოწოვა. ან მთელი დღე განსაკუთრებული არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ საღამოს გრძნობ თავს დამსხვრეულად, გამოფიტულად, თითქოს მარათონი გაირბინე. მიუხედავად იმისა რომ უბრალოდ სამსახურში იჯექი, ადამიანებს ხვდებოდი, ტელეფონს ათვალიერებდი. ან ცდილობ რაღაც შეცვალო ცხოვრებაში, აკეთებ ვიზუალიზაციებს, იმეორებ აფირმაციებს, იყენებ გამოვლინების ტექნიკებს,მაგრამ შედეგი არ ჩანს. ან შედეგი მოდის მაგრამ დამახინჯებული — არა ისეთი როგორიც გინდოდა.
იწყებ ფიქრს, იქნებ ჩემთან რაღაც არ არის რიგზე? იქნებ რაღაცას არა სწორად ვაკეთებ? არა. უბრალოდ შენი აურა — ის საზღვარი რომელიც შენსა და სამყაროს შორის არსებობს — დაბინძურებულია.
ის ყველაფერს უშვებს შიგნით,ფორმას ვერ ინარჩუნებს, არ გიცავს და ამ უხილავი ბზარებიდან შენი ენერგია ჟონავს,შიგნით უცხო სიხშირეები აღწევს და შენი სიგნალი მახინჯდება.
ძველი მისტიკოსები მას უწოდებდნენ მანათობელ კვერცხს, აურის სფეროს, ენერგეტიკულ გარსს.
დღეს განვიხილავთ რა არის ეს.როგორ მუშაობს, რატომ ბინძურდება და რაც მთავარია — როგორ გავწმინდოთ და დავბეჭდოთ ის ისე, რომ ამ საზღვრის შიგნით მხოლოდ შენი სიხშირე ჟღერდეს.
იმისთვის რომ შენი ბიოველი გახდეს სწორედ ის სისუფთავის სივრცე,სადაც შენ ხარ ერთადერთი წყარო,სადაც სამყარო მხოლოდ შენზე რეაგირებს და სადაც შენი ცხოვრება საბოლოოდ იწყებს ცვლილებას ისე, როგორც შენ გინდა.რადგან როდესაც ბიოველი სუფთა და დალუქულია, ყველაფერი მუშაობს.ენერგია არსებობს,ტექნიკები მუშაობს,ცხოვრება მიედინება.ხოლო როდესაც ის დაბინძურებული და დახვრეტილია,რაც არ უნდა აკეთო — შედეგი არ იქნება.
რატომ წარმოიდგინე რომ შენი ფიზიკური სხეულის გარშემო არსებობს უხილავი გარსი — სინათლისგან შექმნილი კვერცხის მსგავსი ფორმა. მხოლოდ ეს გარსი მატერიისგან არ შედგება. ის ენერგია და ინფორმაციისგან შედგება.
სხვადასხვა ტრადიციაში მას სხვადასხვაგვარად უწოდებდნენ: აურა, ბიოველი, ენერგეტიკული სხეული, მანათობელი კვერცხი.მაგრამ არსი ერთია.
ეს არის სტრუქტურა, რომელიც შენი ცხოვრების ყოველ წამს გარს გერტყმის და ის მუდმივად მუშაობს მაშინაც კი როცა გძინავს.
ეს გარსი უბრალოდ ენერგიის ტომარა არ არის — ის აღქმის ლინზაა. შენ სამყაროს ისეთს ვერ ხედავ,როგორიც ის არის.შენ ხედავ ანარეკლს საკუთარი ბიოველის შიდა კედლებზე.
შენ სამყაროში კი არ ცხოვრობ — შენ სამყაროს შესახებ საკუთარ აღწერილობაში ცხოვრობ და თუ ბიოველი კედლები დაბინძურებულია, ყველგან ჭუჭყს დაინახავ, იქაც კი სადაც ის არ არის. კარგშიც კი ცუდს იპოვი.
რადგან შენი ბიოველი მუშაობს როგორც ფილტრი, რომლის გავლითაც გარედან შემოსული მთელი ინფორმაცია გადის და თუ ფილტრი გაჭედილია, ინფორმაცია მახინჯდება.
ამიტომ ორ ადამიანს შეუძლია ერთსა და იმავე სიტუაციაში იმყოფებოდეს და მას სრულიად განსხვავებულად ხედავდეს.ერთი შესაძლებლობებს ხედავს, მეორე — საფრთხეს. ერთი სიყვარულს ხედავს, მეორე — ღალატს.საქმე სიტუაციაში არ არის. საქმე მათი ბიოველის სისუფთავეშია.
კიდევ რას აკეთებს ბიოველი? ის გარე სამყაროში სიგნალს ასხივებს — როგორც რადიოსადგური,რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.ეს სიგნალი არ არის ის,რასაც ხმამაღლა ამბობ.არც ის არის რასაც შეგნებულად ფიქრობ.ეს არის ის,რაც რეალურად ჟღერს შენს სისტემაში სიღრმისეულ დონეზე — ის რაც შენს კოკონში ბიოველის სახით, სიხშირის სახით არის ჩაწერილი და სამყარო სწორედ ამ სიგნალს პასუხობს.
შენი ბიოველი შენი ცხოვრების ოპერაციული სისტემაა — როგორც Windows კომპიუტერში და რაც არ უნდა გაუშვა პროგრამების დონეზე: ვიზუალიზაცია,აფირმაციები,სხვადასხვა ტექნიკა — ყველაფერი ამ სისტემის გავლით მუშაობს.
თუ სისტემა დაბინძურებულია,ვირუსებით არის ინფიცირებული და ხარვეზებით მუშაობს,ვერც ერთი პროგრამა ვერ მოგცემს შედეგს.სწორედ ამიტომ იმედგაცრუებულია ამდენი ადამიანი გამოვლინების ტექნიკებით.
ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ ცნობიერების დონეზე,მაგრამ ოპერაციული სისტემა — ბიოველი — არა სწორად მუშაობს და სანამ მას არ გაწმენდ,არაფერი შეიცვლება.
ახლა კი მექანიკაზე — ფიზიკის დონეზე.
ძველმა ჰერმეტისტებმა იცოდნენ: არაფერი ისვენებს, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ვიბრირებს. შენი ბიოველი ვიბრაციაა, სიხშირეა. გარკვეული სიხშირის ტალღა. დაბინძურება — დაბალი ვიბრაციაა, ნელი ტალღა, მკვრივი ენერგია. შიში — დაბალი ვიბრაციაა. წყენა — დაბალი ვიბრაციაა. დანაშაულის გრძნობა — დაბალი ვიბრაციაა.
როდესაც ეს სიხშირეები შენს ბიოველში გროვდება, ის იწყებს ნელა, მძიმედ და მკვრივად ვიბრირებას.
ხოლო მაღალი მდგომარეობები — სიხარული, სიყვარული, მადლიერება, სიუხვე — სწრაფი ვიბრაციაა, მსუბუქი და დინებადი. აი რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გასაგებად: შენ ვერ მიიზიდავ ფულს, თუ შენი კოკონი გადარჩენის სიხშირეზე ვიბრირებს.ეს ფიზიკურად შეუძლებელია.როგორც FM მიმღებს არ შეუძლია AM ტალღის დაჭერა. სიხშირეები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ფული გარკვეული ვიბრაციული სიხშირით არსებობს, სიუხვე — გარკვეული სიხშირით და თუ შენი ბიოველი ამ სიხშირეზე დაბლა ვიბრირებს, შენ უბრალოდ ვერ შეძლებ მასთან რეზონანსში შესვლას. შენ ფული კი არ უნდა გინდოდეს. შენ უნდა ააჩქარო შენი ბიოველი ფულის სიხშირის სიჩქარემდე, აამაღლო ვიბრაცია, დააჩქარო ტალღა და მაშინ ფული მოვა. არა იმიტომ რომ თქვენ ისინი მიიზიდეთ, არამედ იმიტომ რომ შეხვედით რეზონანსში იმ სიხშირესთან,რომელზედაც ისინი არსებობენ.მსგავსი მსგავსს იზიდავს. ეს რეზონანსის კანონია.
თქვენი ბიოველი კამერტონის მსგავსად მუშაობს. როგორი სიხშირეც ჟღერს მასში, სწორედ ასეთ სიხშირეს იზიდავს ის გარედან. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ ბინძურდება კოკონი.
დაბინძურება სამი ძირითადი არხით ხდება.
პირველი არხი: ადამიანებთან კონტაქტი. როდესაც სხვა ადამიანთან ურთიერთობთ თქვენი ბიოველი ურთიერთქმედებენ. ამას თანაწყობა ეწოდება.
თქვენი კოკონი ავტომატურად „კითხულობს“ მისი კოკონის სიხშირეს და ნაწილობრივ ითვისებს მას. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ღრუბელი ხართ, ხოლო სხვა ადამიანი — წყალი. თქვენ ამ წყალში დგახართ და მნიშვნელობა არ აქვს, გინდათ თუ არა მისი შეწოვა — ღრუბელი წყალს მაინც იწოვს. ეს მისი ბუნებაა. იგივე ხდება კოკონთან.
შეხვდით ადამიანს რომელსაც საკუთარ თავში შიში, დეპრესია, შფოთვა, ბრაზი აქვს. ნახევარი საათი გაატარეთ მასთან, მოუსმინეთ მის პრობლემებს, თანაუგრძენით. ახლა ამ სიხშირეების ნაწილი თქვენს ბიოველშია, როგორც ნალექი წყლით სავსე ჭიქაში.
გქონიათ ასეთი შეგრძნება? ვიღაცას ესაუბრეთ და ამის შემდეგ დაწოლა, დაბანა ან უბრალოდ განმარტოება გინდათ,ან სულში სიმძიმე გაქვთ.
ეს თქვენი ბიოველია რომელმაც უცხო სიხშირე შეიწოვა და ახლა თქვენი სისტემა ცდილობს მის გაწმენდას,რაც ენერგიას მოითხოვს. მაგრამ ზოგჯერ ამას საერთოდ ვერ გრძნობთ. აქ ორი ვარიანტია:
ან თქვენი მგრძნობელობა არც ისე მაღალია და თქვენი ბიოველი ჯერ კიდევ არ არის ისე მორგებული, რომ მცირე ცვლილებები დაიჭიროს, ან თქვენ გაქვთ დომინანტური სიგნალი — ანუ ძალიან ბევრი საკუთარი ენერგია, რომელიც უცხო სიხშირეებს ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევს. თქვენი სიხშირე იმდენად ძლიერია, რომ ის უბრალოდ ყველაფერ დანარჩენს ფარავს. მაგრამ ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში ასე არ არის.
დაფიქრდით რამდენ ადამიანს ხვდებით დღის განმავლობაში? მეტროში, მაღაზიაში, ოფისში ,ქუჩაში. ათეულობით, თუ არა ასეულობით ადამიანს და თითოეული მათგანი საკუთარ სიხშირეს ასხივებს, თქვენი კოკონი კი ამ ყველაფერს ითვისებს.
სწორედ ამიტომ ადამიანებით დატვირთული დღის შემდეგ, თავს სრულიად გამოფიტულად გრძნობთ. ეს უბრალოდ მორალური დაღლილობა არ არის. ეს ენერგიის რეალური გაჟონვაა.
მეორე არხი: ინფორმაცია.ადამიანების უმეტესობა ფიქრობს რომ ინფორმაცია უბრალოდ სიტყვები და სურათებია — ნეიტრალური კონტენტი.მაგრამ ასე არ არის. ინფორმაცია ენერგეტიკული ნაკადია და როდესაც მას საკუთარ თავში უშვებთ,თქვენ უშვებთ მის სიხშირეს, მის ვიბრაციას,მის პროგრამას.
უყურეთ ახალ ამბებს — შეუშვით შიშისა და შფოთვის ნაკადი. წაიკითხეთ წიგნი ბნელი ენერგიით — შეუშვით მისი სიხშირე. დაათვალიერეთ სოციალური ქსელების ლენტი — კიდევ ათობით სხვადასხვა სიხშირე შემოუშვით.
თქვენი ბიოველი ვერ არჩევს „ეს უბრალოდ ინფორმაციაა, მე უბრალოდ ვკითხულობ“ და „ამას ჩემსად ვიღებ“. ის ითვისებს იმას, რასაც საკუთარ თავში უშვებთ.
ამიტომ საინფორმაციო გარემო რომელშიც ცხოვრობთ, ფაქტობრივად თქვენი ენერგეტიკული გარემოცაა. თუ ის ნეგატივით არის სავსე,თქვენი კოკონი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, დღიდან დღემდე ბინძურდება.
მესამე არხი: თქვენ თვითონ. ეს ყველაზე ღრმა და ყველაზე ძლიერი არხია. თქვენი საკუთარი აზრები თქვენს კოკონს ყველაფერ დანარჩენზე მეტად აბინძურებს. თითოეული აზრი ენერგეტიკული სიგნალია,რომელიც თქვენს კოკონში ილექება.
ფიქრობთ „მე არ მიმართლებს“ ბიოველში წარუმატებლობის სიხშირე ჩნდება. ფიქრობთ „მე ამის ღირსი არ ვარ“ ჩნდება ბნელი სიცარიელე. ფიქრობთ „ყველაფერი ცუდად არის“. ეს სიხშირეები ილექება და გარეთ გამოსხივებას იწყებს.
ამაზე უფრო დეტალურად სემინარზე ვისაუბრებთ.
კიდევ ერთი რამ არის,რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. თქვენს ფიზიკურ სხეულსა და ბიოველს შორის არსებობს თხელი დამცავი ფენა — ეთერული ქსელი.
ეს არის ერთგვარი ბადე, ფილტრი, რომელიც უცხო სიხშირეებს ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევს. როდესაც ეს ქსელი მთლიანია, დაცული ხართ. შეგიძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მიღება და ამავდროულად საკუთარ სიხშირეში დარჩენა.
მაგრამ ამ ქსელის გაწყვეტა შესაძლებელია. ალკოჰოლი და ნარკოტიკები მას აზიანებს,ძლიერი ემოციური შოკები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, ტრავმები, ძალადობა — ეს ყველაფერი ამ ქსელს ნაწილებად ხევს და მაშინ ადამიანი მედიუმური ხდება, ანუ მასში ყველაფერი შეუფერხებლად შედის, ფილტრის გარეშე.
ბევრი თქვენგანი ფიქრობს რომ ემპათი ხართ, რომ ადამიანებს გრძნობთ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ უბრალოდ დარღვეული ეთერული ქსელი გაქვთ. თქვენ ადამიანებს კი არ გრძნობთ — თქვენ მათით „ინფიცირდებით“.
ნამდვილი ემპათია არის მდგომარეობა, როდესაც გრძნობ, მაგრამ საკუთარ თავთან რჩები. გესმის რა ხდება ადამიანთან, მაგრამ ეს შენში არ შემოდის და შენს ბიოველში არ იჭედება. თქვენ კი იხრჩობით, რადგან დაცვა არ გაქვთ, ქსელი გარღვეულია.
მაშინ ადამიანებთან ნებისმიერი კონტაქტი დამღლელი ხდება, ნებისმიერი ინფორმაცია — დამანგრეველი. რადგან ყველაფერს ღრუბელივით იწოვთ, რომელსაც გარსი აღარ აქვს. მაგრამ ამ ქსელის აღდგენა შესაძლებელია და ამის შესახებ სემინარებში ვისაუბრებთ.
კონკრეტულად რა ხდება?
პირველი: ენერგია, როდესაც ბიოველი დაბინძურებულია, მასში ენერგიის ნორმალურად გატარება აღარ შეუძლია.
წარმოიდგინეთ მილი რომელშიც წყალი მიედინება. თუ მილში ნალექი ხვდება, ნაკადი ნელდება და მილი შეიძლება თითქმის მთლიანად გაიჭედოს. იგივე ხდება ენერგიასთან. იწყებთ ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას, გაქვთ განცდა რომ მუდმივად ნულზე ხართ. დილით იღვიძებთ და უკვე დაღლილი ხართ. ვერ აკეთებთ მარტივ საქმეებს სრული გამოფიტვის გარეშე.
რატომ? იმიტომ რომ თქვენი ბიოველი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს თვით გაწმენდის მცდელობაზე. მას ასეთი ფუნქცია აქვს.
როდესაც დაბინძურება ზედმეტად ბევრია, ის მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს და მთელი ენერგია ამ სამუშაოზე — სისტემის გადარჩენაზე — იხარჯება. ხოლო თავად ცხოვრებისთვის, მოქმედებისთვის, სიხარულისა და შემოქმედებისთვის ცოტა ან საერთოდ აღარაფერი რჩება.
მეორე: მატერიალიზაცია. დაბინძურებული კოკონი თქვენს სიგნალს ამახინჯებს. თქვენ ერთ რამეს გინდათ, ერთ რამეს ვიზუალიზაციას უკეთებთ, მაგრამ თქვენი ბიოველი სხვას ასხივებს, რადგან მის შიგნით ჩაწერილია ის ფაილები, რომლებიც ადრე ჩაიტვირთა. შიშები, რწმენები, ტრავმები. ისინი თქვენს ცნობიერ განზრახვაზე უფრო ხმამაღლა მუშაობენ.
ამიტომ თქვენ მონდომებით მუშაობთ, აკეთებთ ტექნიკებს, გსურთ ცხოვრების შეცვლა, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ან ის შედეგები დამახინჯებული მოდის, არა ისეთი როგორიც გინდოდათ.
იმიტომ რომ სიგნალი რომელიც თქვენი ბიოველის გავლით სამყაროსკენ მიდის, არ არის ის სიგნალი რომელსაც თქვენ ფიქრობთ რომ აგზავნით.
მაგალითი: თქვენ გსურთ საოცნებო სამსახურში დასაქმება, ემზადებით, ყველაფერს სწორად აკეთებთ,მაგრამ ამ დროს თქვენი ბიოველი ვიბრირებს სიხშირეზე „მე საკმარისად კარგი არ ვარ, მე არ ამიყვანენ“. სამყარო პასუხობს ვიბრაციაზე და ბეჭდავს უარს. არა იმიტომ რომ ცუდი კანდიდატი ხართ, არამედ იმიტომ რომ თქვენმა კოკონმა სწორედ ეს შეუკვეთა.
მესამე — ჯანმრთელობა.ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დონეა. დაავადება ყოველთვის პირველად ბიოველიში ჩნდება — როგორც მუქი ლაქა, როგორც ზონა სადაც ენერგია აღარ მიედინება და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს ზონა საკმარისად დიდხანს არსებობს, ის ფიზიკურ სხეულში დაავადების სახით გადადის.დაავადება შემთხვევითობა არ არის.
ეს არის იმის მატერიალიზაცია, რაც უკვე ჩაწერილი იყო ბიოველში.
თუ ბიოველს მანამდე გაწმენდთ, სანამ დაავადება სხეულში გადავიდოდა, დაავადება შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. ან თუ ის უკვე გამოვლინდა, შეიძლება გაქრეს როდესაც მიზეზი აღმოიფხვრება.
მეოთხე — გარემოცვა. ბევრი ადამიანი ხშირად ამბობს „ყოველთვის რაღაც ცუდი ადამიანები მხვდებიან“. მაგრამ ეს სარკეა. თქვენი ბიოველის ზუსტი სარკე. ადამიანები თქვენკენ რეზონანსით, იმ სიხშირის მიხედვით მოდიან რომელსაც თქვენ ასხივებთ.
თუ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გართმევენ, დაბლა გქაჩავენ, გაღიზიანებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ბიოველში ეს სიხშირე არსებობს. სწორედ ის იზიდავს მათ.
ხოლო ის ადამიანები რომელთა კოკონიც სუფთაა, დაბინძურებულ კოკონს სიმძიმის სახით გრძნობენ და ქვეცნობიერად დისტანცირდებიან.
ასევე სახლიც სარკეა.ქაოსი სახლში — ქაოსია კოკონში. სივრცის დაბინძურება — ენერგეტიკის დაბინძურებაა და ეს საპირისპირო მიმართულებითაც მუშაობს. როდესაც სახლს ალაგებთ, წესრიგში მოგყავთ, უშვებთ სინათლეს, ფიზიკური სივრცის მეშვეობით გავლენას ახდენთ კოკონზე, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და ერთმანეთს ირეკლავს. როდესაც ბიოველის გაწმენდას იწყებთ, გარემოცვაც ავტომატურად იცვლება.
მიდიან ის ადამიანები რომლებიც თქვენს ახალ სიხშირესთან აღარ რეზონირებენ — ისინი უბრალოდ წყვეტენ დარეკვას, ქრებიან თქვენი ცხოვრებიდან.მოდიან ახალი ადამიანები რომლებიც თქვენს ახალ სიხშირეს შეესაბამებიან.ეს ღალატი არ არის. ეს რეზონანსია. პატიოსანი რეზონანსი.
ახლა კი ყველაზე ღრმა დონეზე. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ნეგატიური აზრები პრობლემებს ქმნიან.ეს გაცილებით ღრმაა.
თქვენი ენერგია უბრალოდ კი არ იპარება — ის დაბლოკილია თქვენი ძველი „მე“-ს სახის შენარჩუნებით.
ჩვენი ძალების 90%-ს ცხოვრებაზე კი არ ხარჯავთ, არამედ იმაზე რომ, საკუთარ თავს დაუმტკიცოთ,რომ ისევ ის ადამიანი ხართ ვინც გუშინ იყავით.
ძველ ტრადიციებში ამას აღქმის წერტილის ფიქსაცია ეწოდებოდა.
აღქმის წერტილი — ეს არის ის ადგილი თქვენს-ში, სადაც ბიოველში თქვენი აღქმა, თქვენი „მე“ იკრიბება. მთელი თქვენი ენერგია მიდის იმისთვის, რომ ეს წერტილი ადგილზე შეინარჩუნოთ, რათა საკუთარ თავსა და სამყაროს დაუმტკიცოთ ეს იდენტობა.
ხვდებით ადამიანს რომელსაც თქვენი შეყვარება შეუძლია, მაგრამ თქვენი აღქმის წერტილი ფიქსირებულია მდგომარეობაში. „მე არავის ვუყვარვარ“. და ავტომატურად ყველაფერს აკეთებთ ამ ურთიერთობის დასანგრევად. იმიტომ რომ თუ შეგიყვარებენ, თქვენი იდენტობა დაინგრევა, ხოლო ამას შიშად აღიქვამს.
გეძლევათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობა, მაგრამ თქვენი აღქმის წერტილი ფიქსირებულია მდგომარეობაში „მე არასდროს მაქვს ფული“ და თქვენ ამ შესაძლებლობას საბოტაჟს უკეთებთ. რადგან თუ ფული გექნებათ — მაშინ ვინ იქნებით? თქვენი ჩვეული წარმოდგენა საკუთარ თავზე გაქრება. აი რა არის თვითდაზიანება ღრმა დონეზე.
ეს არის საკუთარი ენერგიის მთლიანად დახარჯვა საკუთარი ძველი სახის შესანარჩუნებლად. იმიტომ რომ მის გარეშე არ იცით, ვინ ხართ?
ხოლო ბიოველის გაწმენდა მხოლოდ ჭუჭყის მოშორება არ არის.ეს არის აღქმის წერტილის განფიქსირება. შესაძლებლობა გახდე ნებისმიერი, გათავისუფლდე ძველი იდენტობისგან. და ეს გაშინებს, რადგან ძველი იდენტობა ყველაფერია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავზე იცოდი. მაგრამ ამავდროულად სწორედ ეს გათავისუფლებს.
რადგან როდესაც აღქმის წერტილი თავისუფალია, შეგიძლია იყო ნებისმიერი, შექმნა საკუთარი თავი თავიდან ყოველ დღე.
ახლა კი კიდევ უფრო ღრმა დონეზე გადავიდეთ. როდესაც პროგრამა იმდენად ღრმად ფესვიანდება, რომ ქმნის არა უბრალოდ ნახვრეტს, არამედ მუდმივ არხს რომლის მეშვეობითაც ენერგია სტაბილურად და ავტომატურად გაედინება. ამას ენერგიის გადინების არხები ეწოდება.
ენერგიის გადინების არხი არის მდგომარეობა, როდესაც პროგრამა თქვენი ბიოველის სტრუქტურის ნაწილი ხდება. ის უკვე უბრალოდ აზრ-ფორმა აღარ არის, რომელიც მოდის და მიდის.მან ქსოვილში შეაღწია — როგორც ნახვრეტი,რომელიც თავისით აღარ ხორცდება.
დასკვნა. ამიტომ ყოველთვის სამუშაო გვაქვს ჩვენ თავზე. ბიოველი რომ დასუფთავდეს და დაიწყოს გამართვით მუშაობა. რომ ბიოველმა გამოყოს ის სიხშირე, რომელიც ჩვენი სასურველი განზრახვის სიხშირესთან იზონირებს“, - წერს კახა კვარაცხელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: