Digest Logo

🎥 „შენი ძლიერი მხარე ის არის, რასაც სიამოვნებით უფასოდაც გააკეთებ“ – როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და მიხვდეთ, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, ზაზა ქოიავას რჩევები!

1789554112
ზაზა ქოიავა

როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და მიხვდეთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? - ამის საკითხზე ფსიქოლოგი და მენეჯმენტის სპეციალისტი ზაზა ქოიავა bubblehead პოდკასტსში საუბრობს. 

„რაც გაიგე, რაც შეიმეცნე და რა რესურსსაც მისწვდი ის ხარ. 

იმისთვის, რომ გაიგო რა არის შენი ძლიერი მხარე - ის საქმე უნდა გამოგდიოდეს კარგად, გსიამოვნებდეს, არ გღლიდეს, არ გსტერაავდეს და რასაც დიდი სიამოვნებით, უფასოდაც გააკეთებდი. 

თუ შენი საქმე ვიღაცას ადგება ე.ი. კარგ რამეს აკეთებ.

თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ის უნიკალური უპირატესობა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს.

წინსვლისთვის აუცილებლად უნდა ისწავლოთ, რა არის შენი სუსტი მხარე და „თეთრი ლაქები“. როდესაც ადამიანს ფულს აძლევენ და ეუბნებიან ან სუსტი მხარე გააძლიერე, ან ძლიერი მხარე უფრო გააძლიერე, ხშირად ირჩევენ სუსტი მხარის გაძლიერებას, არადა უმჯობესია შენი რესურსი და ფული შენი ძლიერი მხარის უფრო გაძლიერებას დაუთმო. ძლიერი მხარის კიდევ უფრო გაძლიერებას არ აქვს დასასრული, უფრო სწრაფად იზრდება, სუსტი მხარის გაძლიერება კი გსტერავს და ვერ ადის საშუალო სიმაღლეზე მაღლაც კი.

„თეთრი ლაქა“ ეს არის ის, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა ამოავსო, ხოლო სუსტი მხარე უბრალოდ დააიგნორო, მას უფრო მეტი ძალა სჭირდება“, - ამბობს ზაზა ქოიავა. 

ნახეთ, ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჯარიმები გავაუქმე და თანამშრომლებს დაგვიანების უფლება მივეცი, საბოლოოდ კი ავტორიტეტი დავკარგე“ – ზაზა ქოიავა კარიერული ვარდნის მიზეზებზე

🎥 გაიცანით თამუნა ქუთათელაძე - ქალი, რომელიც 46 წლის ასაკში სტუდენტი გახდა

⭕თაკო მელიქიშვილი 16 სექტემბრის აფირმაციას გვიზიარებს - „მე ვირჩევ, დავეყრდნო საღ გონებას და არა სხვების ემოციურ მოლოდინებს“