Digest Logo

„ქვეყანა ცრუ ბაგრატიონებით გაივსება“ - ვინ აყალბებს და არიგებს საქართველოს სამეფო ტიტულებს

1613650103
ბაგრატიონები

რამდენიმე წლი წინ „საქართველოს სამეფო სახლი“ სკანდალში გაეხვა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს არც მეტი არც ნაკლები სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში დასდო ბრალი.

მაშინ ამ ბრალდების საპასუხოდ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და ბაგრატიონების გვარს იბრალებს.

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.

როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს. ადვოკატი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის და სინამდვილეში სიხარულიძეა.

„ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი, ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა“, - აცხადებდა ლევან ჩხაიძე.

მან „დეილი მეილთან“ დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახმა, ამ გამოცემას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის გამოქვეყნება შეუკვეთა.

ადვოკატის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 3000 ფუნტის სანაცვლოდ გამოცემის ჟურნალისტს ბაგრატიონთა ჯილდოს გადაცემა შესთავაზა.

„რაც შეეხება „დეილი მეილს”, მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც მოგიწოდოთ ინფორმაცია, რომ როცა „დეილი მეილს“ იყენებთ წყაროდ, უნდა ვნახოთ რა გაზეთთან გვაქვს საქმე. ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი. ეს გაზეთი თანამშრომლობს გრუზინსკებთან და ეს იყო გრუზინსკების მიერ შეკვეთილი სტატია, რათა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის ჩრდილი მიეყენებინათ“, – განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

ამ სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა. ისტორიკოსი მანანა ხომერიკი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის და მის გარემოცვას საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებდა. როგორც ხომერიკი წერდა, არსებობს დაჯგუფება, რომელიც ქართულ სამეფო გვარებს დოკუმენტების გაყალბებით უსაფუძვლოდ ანიჭებს კონკრეტულ პიროვნებებს.

განცხადება

უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მოქმედებს დოკუმენტების გამყალბებლების კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელია მოქ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, უშუალო შემსრულებელი მოქ. იოსებ ბიჭიკაშვილი. მათ მხარში უდგათ თანამზრახველთა მოზრდილი ჯგუფი, რომლის წვრებიც ადრე საზოგადოება „ბაგრატოვანთა სახლში“ იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ დასახელებულ საზოგადოებას წლების განმავლობაში შეჩერებული აქვს რეგისტრაციის ვადა, ანუ აღარ არსებობს როგორც იურიდიული პირი.

გავაგრძელე ი. ბიჭიკაშვილის ნაშრომებში დაფიქსირებული დოკუმენტების გადამოწმება და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხორციელდება ვიღაცის მიერ შემუშავებული პროექტი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ოდეს ვარდი გაიაფდეს“. ისტორიის და დოკუმენტების გამყალბებლების ჯგუფი მიზნად ისახავს ბაგრატიონების რიგების შევსებას შემთხვევითი პირებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პასკვილზე მოაწერონ ხელი. მთავარი კი ის არის, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საქართველო ცრუ ბაგრატიონებით გაივსება, გაუფასურდება ჩვენი დიდებული სამეფო დინასტიის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გვარი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს საკითხი სცილდება სამეცნიერო კამათის ფარგლებს. აუცილებელია პროკურატურის ჩართვა !

ვამზადებ კრებულს, რომელიც, ალბათ, შემოდგომაზე გამოიცემა და გამოცემისთანავე გადავცემ პროკურატურას, რათა ჩემ მიერ აღწერილი ფაქტები შეისწავლონ. აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა! საქართველოს გამყალბებლების ჯგუფს ნუ მივუგდებთ საჯიგნად!“ - წერდა ისტორიკოსი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე

ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე

მე-13 სართულიდან გადავარდნა, ამნეზია, ბუნდოვანი ორიენტაცია - როგორ „შეეტენა“ ცოლი მარკუს მეტრველს