
რა ადასტურებს უცხოპლანეტელების არსებობას დედამიწაზე? - აღნიშნული საკითხის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ფაქტები გაუზიარა:
„ეს არის თემა, რომელიც ტაბუდადებული იყო საუკუნეების განმავლობაში. ავიღოთ სვეტიცხოვლის კედელი, არის თუ არა იქ უცხოპლანეტელთა ფორმის მფრინავი ობიექტი გამოსახული. არის. ძალიან ბევრი მითითებაა სამყაროში ამის შესახებ. ასევე აფრიკაში არის გამოქვაბულები აღმოჩენილი, სადაც ძალიან ბევრი გამოსახულებაა ნაპოვნი. ეგვიპტეზე აღარ ვლაპარაკობ. ჩვენც უცხოპლანეტელები ვიყავით თავის დროზე. დასახლდნენ აქ ნელ-ნელა წავიდა ცივილიზაციური ზრდა. ჩვენთან ყოველთვის ტაბუდადებული იყო ეს თემა და ამბობდნენ რომ ჩვენს იქით არაფერი აღარ არსებობს.
ჩნდება კითხვა რატომ ვერ ვხედავთ თუ კი არსებობენ? - არსებობს განზომილებების სისტემა, 12 განზომილება. ჩვენი მზის სისტემა და ჩვენ ვცხოვრობთ მესამე განზომილებაში. იმისთვის რომ დავინახოთ მეოთხე განზომილება, უნდა ვიყოთ არნახულად მოსიყვარულე და კეთილი. ჩვენ გვაქვს 100-დან 200-ჰერცამდე სიცოცხლის მუხტი. თუ ეს არ ავწიეთ 300-400-მდე ვერ დავინახავთ ვერანაირად. შესაძლოა პირამიდების ქვეშ ქალაქი იყოს“, - ჰყვება მიხეილ ცაგარელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რომელია თქვენი ფავორიტი...“ - რა კადრებს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე?
🎥 „ინსტაგრამზეც შევდივარ როცა საჭიროა...“- გაიცანით 100 წლის პოეტი აფხაზეთიდან