
„ჩემს მიკროსამყაროში ყველაფერი კარგადაა“,- ამის შესახებ „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე გადაცემაში „პროექცია“ საუბრობს, სადაც მან მის საქმიანობასა და საყვარელ პროფესიაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილი ფლორისტი აღნიშნავს, 60-მდე თანამშრომელი ჰყავს „გარდენიაში“ დასაქმებული, რომლებიც უმეტესად მისივე სამეზობლოდან არიან.
„სულ მაქვს ეგ შიში, რომ ახლობელ ადამიანებს არ ვატკინო, არ ვაწყენინო, სხვა შიში არ გამაჩნია. ბევრი ადამიანი მახვევია ირგვლივ, ქება არ მაკლია, აღიარება არ მაკლია, ფული არ მაკლია და მეტი რა მინდა?! როდესაც დაიჯერებ, რომ აღიარებული ხარ, მაგ დროს მთავრდები, ეს ნანი ბრეგვაძემ მითხრა და სულ მახსოვს. 60 თანამშრომელი მყავს სულ, ახლა უფრო მერთულება, ვიდრე თავში. მაშინ ჩემი თავი მეკუთვნოდა და ახლა, სხვის გაკეთებულზე მიწევს პასუხისგება, ყველას საქმე მაქვს ნაკეთები რასაც აკეთებენ, რადგან მეც მაქვს ეგ ყველაფერი გაკეთებული. ჩემთან მუშაობა არ არის მარტივი, მაგრამ სიყვარულით ვუმსუბუქებ, იციან რომ მიყვარს. ამ ბაღში, რომ მარტო ვიჯდე, მაშინ შეგეცოდოთ. 1000-ზე მეტი სტუდენტი მყავს გაზრდილი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერა, ზოგმა სხვა სფერო აირჩია და ასე შემდეგ. აქ საურმე გზა იყო და ორი მანქანა თუ გაივლიდა...ყველა მეზობელი ჩემთან მუშაობს. ამ გარემოში ვცხოვრობ 20 წელია, შესაბამისად ჩემი სახლია და ის ხალხი ვინც აქ მოდის, ჩემი სტუმრები არიან.
ძალიან გული მწყდება, რომ სოფლები იცლება, ყველა წამოსულია აქეთ, ჩემი ჩათვლით. აქ სიდუხჭირე არ არის მიზეზი სოფლის დაცლის, მიზეზია ცოდნა. აქ იკარგება სოფელში ცხოვრების ცოდნა, რადგან ყველაფერს სწავლა და ცოდნას ვარჯიში სჭირდება. მაგრამ იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩემთან და ყიდულობენ ჩითილებს, ზოგი რჩევებს მეკითხება და ეს ტენდენცია წამოვიდა“,- ამბობს ზურა შევარდნაძე.
ვიდეოს სანახავად, გადადით ბმულზე.
🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი
🎥 კორეული კოსმეტიკა VS ევროპული, რომელი სჯობს? - დერმატოლოგის განმარტება!
„ყოჩაღ, შენს ბუნებრივ სილამაზეს რომ ინარჩუნებ...“ - კრისტი ყიფშიძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს