Digest Logo

სტრესი, უძილობა და მათი გავლენა ჩვენზე - როგორ დავიხმაროთ ნევროლოგი პრობლემების მოგვარებაში?

1761827206
სტრესი, უძილობა

როგორ გახდა სტრესი 21-ე საუკუნის „ეპიდემია”დილას მაღვიძარას ხმით დაწყებული დღე, გადატვირთული გრაფიკი, მუდმივი დედლაინები, ქალაქის ხმაური, სოციალურ ქსელებში უსასრულო ინფორმაციული ნაკადი, ხშირად ნეგატიური და საღამოს გვიან დასრულებული საქმეები - ეს უკვე ბევრი ადამიანის ყოველდღიურობაა. ასეთ რეჟიმში მარტივი პრინციპით ვცხოვრობთ: ერთი საკითხი მოგვარდა, მეორე წამოიჭრა; ერთი შეტყობინება წაიკითხე, ათი დამატებით მოვიდა. სწორედ ამ ფონზე სტრესი უკვე ინდივიდუალური გამოცდილება აღარ არის - იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად იქცა.

როცა დაძაბულობა ქრონიკულ რეჟიმში გადადის, ყველაზე მეტად დაუცველი ორგანო ტვინია: ჯერ მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, შემდეგ მეხსიერება უარესდება, ბოლოს კი საქმე ნევროლოგიურ დარღვევებამდე მიდის.

ტექნოლოგიამ ბევრი რამე გაგვიადვილა, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე უარყოფითი გავლენაც აქვს - გვაკარგვინებს ძილს, ნაკლებს ვმოძრაობთ, მეტ ნეგატივს ვიღებთ ყოველდღიურად. დღეში რამდენიმე საათით მოკლებულ ძილს თუ დავუმატებთ ემოციურ გადაღლას, ორგანიზმი უკუკავშირს გვაძლევს: ხშირი თავის ტკივილი, გაღიზიანება, პანიკური შეტევები, მოჭარბებული შფოთვა, ყურადღების გაფანტვა. ეს ნიშნები ხასიათის ცვლილება არ არის - ტვინის სიგნალებია, რომ საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო.

როგორ რეაგირებს ტვინი სტრესსა და უძილობაზე?სტრესი თავდაპირველად დამცავი მექანიზმია. როცა საფრთხეს ვხედავთ, ორგანიზმი მობილიზდება: იმატებს ადრენალინი, აქტიურდება „ბრძოლის ან გაქცევის“ სისტემა, გულისცემა ჩქარდება, სუნთქვა ხშირდება. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეს რეჟიმი ქრონიკულად გრძელდება. ტვინი მუდმივ განგაშზე მუშაობს, რის შედეგადაც ნეირონების კომუნიკაცია ირევა, ემოციური ფონიც მძაფრდება. ამ დროს ტვინი მუდმივი ბრძოლის რეჟიმშია და სწორედ ამიტომ ქრონიკული სტრესი ხშირად მეხსიერების დაქვეითებითა და კოგნიტური სისწრაფის დაკარგვით ვლინდება.

უძილობა ამ პროცესს აძლიერებს. ძილი ტვინის შესვენებისა და აღდგენის ფაზაა: იწმინდება ნეირონებს შორის „ნარჩენი“ პროდუქტები, სტაბილურებად ემოციები, გააქტიურებულია კონსოლიდაცია - ახალი ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანა. როცა გვძინავს 5–6 საათი ან ღამე ხშირად ვიღვიძებთ, ტვინი ვერ ასწრებს აღდგენას. შედეგი? დილიდან თავის ტკივილი, დღის მეორე ნახევარში უენერგიობა, საღამოს კი აზრების უწყვეტი ნაკადი, რომელიც ისევ და ისევ გვართმევს ძილის შესაძლებლობას და ემოციურადაც გვღლის. ასე იკვრება მავნე წრე: სტრესი - უძილობა - ნაკლებპროდუქტიულობა - ახალი სტრესის წყარო.

ხშირი ნევროლოგიური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების სტილით - რას გვირჩევენ სპეციალისტები?ასეთი სტრესული ყოველდღიურობა კი ნიშნავს გახშირებულ ნევროლოგიურ პრობლემებსა და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობად. ყველაზე გავრცელებული პრობლემებია შაკიკი, მოვლითი თავის ტკივილი, უძილობა, პანიკური შეტევები და შფოთვითი სპექტრი. ხშირია გულმავიწყობად შეფუთული მახსოვრობის პრობლემები და ე.წ. ტვინის ნისლიც (brain fog).

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება - არ ჩათვალოთ, რომ თავის ქრონიკული ტკივილი, დაღლილობა და ჩავარდნები მახსოვრობაში ნორმალურია, ან თავისით გაივლის. აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ნევროლოგთან - ის დაგეხმარებათ, ჩამოიყალიბოთ შესაბამისი ჩვევები და, რაც მთავარია, საჭიროებისამებრ ჩართოთ ყოველდღიურობაში მედიკამენტოზური თერაპია.

ტვინის დაცვა იწყება ყოველდღიური ჩვევების ცვლილებით. პირველი და მთავარი რგოლი ძილია. ზრდასრულ ადამიანს საშუალოდ 7-9 საათი სჭირდება ენერგიის აღდგენისა და ტვინის დასასვენებლად. სწორი რეჟიმი მოითხოვს ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, გაჯეტების გამოყენების შემცირებას, დაწოლამდე მინიმუმ ერთ საათით ადრე ყველანაირ ლურჯ ეკრანზე უარის თქმას, ოთახის დაბალ განათებასა და ზომიერ კონდიცირებას. კოფეინი? 14:00-ის შემდეგ უმჯობესია, აღარ მიიღოთ, რადგან ის ორგანიზმში საკმაოდ გვიან შეიწოვება და დღის მეორე ნახევარში მიღების შემთხვევაში სიფხიზლეს იწვევს.

კვება ტვინისთვის ერთგვარი საწვავია. მარტივი შაქრები გვაძლევს ე.წ. სწრაფ ენერგიას, შემდეგ კი გვიტოვებს დაღლილობის შეგრძნებას. ჩვენს ტვინს კი სტაბილური გლუკოზა სჭირდება. ბალანსი ცილებს, ჯანსაღ ცხიმებსა და რთულ ნახშირწყლებს შორის პირდაპირ აისახება კონცენტრაციაზე. ჰიდრატაციაც არ უნდა გამოგრჩეთ: მსუბუქი დეჰიდრატაციაც კი გვირთულებს აზროვნებას.

რაც მთავარია, აქციეთ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურობის ნაწილად, რადგან ის ტვინის ნეიროპლასტიკურობის მეგობარია. ზომიერი აერობული დატვირთვა (სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედი) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტვინს ჟანგბადს აწვდის, ზრდის BDNF-ს (ნეირონების „სასიცოცხლო“ ფაქტორი) დონეს და ხელს უწყობს კოგნიტურ სიმკვეთრეს. ფიზიკური დატვირთვა, თუკი რეგულარულია, დღეში 20–30 წუთიც საკმარისია.

ნერვული სისტემის სიგნალებს ყური უნდა დავუგდოთ. თუ თავის ტკივილი გამწვავდა ან გახშირდა, გაჩნდა კიდურების დაბუჟება, თავბრუსხვევა, მხედველობის ან მეტყველების ცვლილება, მეხსიერების შესამჩნევი დაქვეითება, თუ უძილობამ თქვენი ყოველდღიური ფუნქციონირება შეაფერხა - საუკეთესო ნევროლოგი პირველი საჭიროებაა. ვიზიტი პირდაპირ არ ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ხშირად საკმარისია ზუსტი დიაგნოსტიკა, ცხოვრების წესის კორექცია, ფიზიოთერაპია ან სტრესის მართვის დასწავლა. მაგრამ სწორედ დროული შეფასება გვიცავს სერიოზული გართულებებისგან.

ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება დღეს ტვინი ჩვენი მთავარი კაპიტალია. ის 24/7-ზე მუშაობს და ჩვენგან მხოლოდ ჯანსაღ რეჟიმს ელოდება: გამართული ძილი, დაბალანსებული კვება, ზომიერი აქტივობა, დასვენება და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალთან დროული კონსულტაცია. სტრესი და უძილობა თავიდან ახდენენ გავლენას განწყობაზე, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი აისახება კონცენტრაციაზე და ბოლოს - ყველაფერზე, რაც პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხს ქმნის. ამიტომ დღესვე შეცვლილი ერთი ჩვევა ხვალინდელი პრობლემებისგან გვიცავს

თუ რაიმე ნიშნებს ხედავთ - გახშირებული თავის ტკივილები, ძილის დარღვევა, მახსოვრობის პრობლემები და ემოციური ფონი - ეს ის მომენტია, როცა პროფესიონალის რჩევა უნდა მიიღოთ. სწორი გზა ყოველთვის იწყება სწორი დიაგნოზით. სწორედ ამიტომ, ვისაც სურს კომპეტენტური შეფასება და სანდო გეგმა, კარგი იდეაა მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს. ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო, საქართველოში საუკეთესო ნევროლოგი მოძებნოთ - კარგი სპეციალისტი, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, დაგეხმარებათ, სწორად მართოთ გადატვირთული ყოველდღიურობა და ეს ყველაფერი თავის ტკივილად არ გექცეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია, ამიტომ ადამიანები ტყუილად ეტოლებიან ერთმანეთს“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 „იცით როგორი იყო ლაშა? თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა! ყველასი იყო და ყველასთვის იყო“ - „ქვევრი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕„სიყვარული არის სამოთხის დაბადება და ჯოჯოხეთის სიკვდილი“ - გია მურღულია

წყარო: www.beaumonde.ge