ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის, გააჩნია ვისთან როგორი.
ღმერთმა დაგაბეროსო, ასე იცოდნენ ადრე ლოცვა.
ე.ი დიდხანს იცოცხლეო.
ვნახე 100 წლის მოხუცს, რომელიც იტანჯებოდა საწოლს მიჯაჭვული, მაინც ვერ ელეოდა სიცოცხლეს.
სული მწარეაო, ასე ამბობენ, მაგრამ... ამბობენ და მორჩა. რა ფენომენია სიცოცხლე და სიცოცხლის სიყვარული.
სულიერი, სიღრმისეული, წინდახედული და კეთილი ადამიანი, ბედნიერია.
ზერელე, ქარაფშუტა, უინტელექტო, მოღალატე და ენაჭარტალა ადამიანი, მუდმივად უსიამოვნებაშია, თან მუდმივ შარშია და მუდმივად უბედურია.
ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია. ამიტომ ადამიანები ტყუილად ეტოლებიან ერთმანეთს.
მაგას, მე ვინ ვგონივარ... ვინ გონიხარ და ჩვეულებრივი ადამიანი და თავისზე ნაკლები.
ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს. ვისაც რა გულის თქმა აქვს, ისე მოიქცეს. მე მიყვარს ადამიანები.
ცხოვრებამ მოითხოვა, რომ მკაცრი ვიყო და აუცილებლად ვიქნები“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარული არის სამოთხის დაბადება და ჯოჯოხეთის სიკვდილი“ - გია მურღულია
⭕„არ გააკრიტიკო სხვები და არ ჩაება საუბარში, სადაც არის ნეგატივი“ - თაკო მელიქიშვილი 30 ოქტომბერზე