Digest Logo

თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა - „ძალიან თავმდაბალი იყო, ახლა ვაქებ, აღარ არის და აღარ გამიბრაზდება“

1769515443
თეონა ქუმსიაშვილი

27 იანვარი მომღერალ თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა. გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს გელა დაიაური აქვეყნებს წარწერით - 42.

15 წელი გავიდა იმ ენით აღუწერელი ტრაგედიიდან, რაც მუცოში დატრიალდა... 

2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი. 

„სამაჩაბლოს გმირებზე აკეთებდა სიმღერას და წინ გოდება დაურთო. გოდებას რომ წაიმღერებდა, ბავშვი, დემეტრე ტიროდა. ვუთხარი, რომ ჩამოხვალ, მე ბავშვს გავიყვან და შენ სიმღერა ისე გააკეთე - მეთქი და ვეღარ ჩამოვიდა...

ცოცხალი რომ იყოს, გამიბრაზდებოდა, ჩემზე არ ილაპარაკოო, მეტყოდა, ძალიან თავმდაბალი იყო. ახლა ვაქებ, აღარ არის და აღარ გამიბრაზდება“, – ამბობდა თეონას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბევრმა არ იცოდა, რომ თეონას სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა - „შენ ჩემო დიდო ტკივილო“ - ტარიელ ხარხელაურის ლექსზე დაწერილი მისი სიმღერაა. პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს ლექსი თავის მუზას და მეუღლეს - მარინას დაუწერა.

„შენ ჩემო დიდო ტკივილო“ ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. მარინა სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე. მერე თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. სიმღერას რომ მოვუსმინე, შემძრა! სულის მძიმე განწყობა დამანახა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა..“, - ამბობს ტარიელ ხარხელაური.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„შაქრით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას“ - რას წერს დერმატოლოგი

🎥 „20 წუთის დაგვიანება და შეიძლება, ცოცხალი არც დავრჩენილიყავი“ - ზალიკო ბერგერი ცხოვრების რთულ პერიოდზე

⭕„თავი შეიკავეთ ხელშეკრულებებისა და კრედიტების გაფორმებისგან“ - 27 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან